კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად თემურ ქეცბაია დასახელდა. Winmasters-ის ვერსიით, რომლის გამოკითხვაში კვიპროსის მთავარი დივიზიონის 14 მწვრთნელი მონაწილეობს, თემურმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
13 მწვრთნელიდან 12-მა ქეცბაიას ხმა მისცა და ქართველმა სპეციალისტმა პირველი ადგილი დაიკავა. მან იანის პეტრაკისსა და დუშან კერკეზს აჯობა.
ოქტომბერი „ანორთოსისს“ ნაყოფიერი ჰქონდა და „ოლიმპიაკოსთან“, „ნეა სალამინასთან“,“აპოელთან“ და „ეთნიკოსთან“ ქულათა მაქსიმუმი (12) მოიპოვა.
შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ 11 ტურის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატში 23 ქულით პირველ-მეორე ადგილს ლიმასოლის „აპოლონთან“ იყოფს.