ფეხბურთი

16:01 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი 3-4 კვირა ვერ ითამაშებს

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელიმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ნაპოლისთან“ დუბლი შეასრულა, მაგრამ ტრავმაც მიიღო და გარკვეული პერიოდით უქმობა მოუწევს.

Sky Sport-ის ცნობით, შვედ ფორვარდს კუნთი აქვს დაზიანებული და 3-4 კვირა გაუცდება. უფრო ზუსტი დიაგნოზი კი დრო და დრო, გამოკვლევების შედეგად დადგინდება.

იბრას „ფიორენტინასთან“, „სამპდორიასთან“, „პარმასთან“ და „ჯენოასთან“ მატჩები გაუცდება, ისევე როგორც ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშები „ლილთან“, „სელტიკთან“ და „სპარტასთან“.

39 წლის ზლატანი საოცარ სეზონს ატარებს და სერია A-ში ჩატარებულ 6 მატჩში გატანილი 10 გოლით ბომბარდირთა დავის ლიდერია. იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანუ რონალდუს უსწრებს, რომელსაც ასევე შესანიშნავი ტემპი აქვს და 5 შეხვედრაში თავი რვაჯერ გამოიჩინა.

0.155219