ფეხბურთი

14:05 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს "იუვენტუსში" დარჩენა უნდა - მიზეზი ანდრეა პირლოა

პორტუგალიელ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ დარჩენა 2022 წლის ბოლომდე უნდა. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 35 წლის სუპერვარსკვლავმა ტურინულ გრანდში დარჩენის გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის - ანდრეა პირლოს გამო მიიღო, რომელმაც მასზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.

კრიშტიანუმ სერია A-ს მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მან 5 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა, დანარჩენი შეხვედრები კი კორონავირუსის გამო გაუცდა.

პორტუგალიელს მსგავსი შედეგი მადრიდის „რეალში“ 2014-2015 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც საწყის 5 ტურში მოახერხა გოლის გატანა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 16 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „მილანს“ 4 ქულით ჩამორჩება. „ბებერმა“ ქალბატონმა ბოლო ტურში „კალიარი 2:0 დაამარცხა და დუბლი სწორედ რონალდუმ მიითვალა.

0.112344