ფიგურულ ციგურაობაში მოსკოვის გრან პრიზე მორის ყვითელაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის ვაჟთა ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოს პირველმა მედალოსანმა, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის მედროშემ - მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 99.56 ქულა დაიმსახურა და საუკეთესო შედეგი აჩვენა. თავისფალ პროგრამაში მსაჯებისგან 176.24 ქულა მიიღო, ორივე პროგრამის ჯამში 275.80 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.
„ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ აეწყო ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ვარჯიშში რაღაცები სწორად არ წავიდა. მოკლე პროგრამაში გაცილებით უკეთ ვიასპარეზე. მინდა მუშაობა გავაგრძელო, დავიხვეწო და შემდეგ შეჯიბრებებზე უკეთეს შედეგებს მივაღწიო," - განაცხადა 25 წლის მორის ყვითელაშვილმა, რომელსაც სახელოვანი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე ავარჯიშებს.
აღსანიშნავია, რომ ყვითელაშვილისთვის მოსკოვის გრან პრიზე წარმატება პირველი შემთხვევა არ არის. ქართველმა მოციგურავემ ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა 2018 წლის მოსკოვის გრან პრიზე, წლეულს იანვარში კი, ბევრისთვის მოულოდნელად, გრაცის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო.
GEONOC.ORG.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლაშა, ოლიმპიური ოქროს ველოდებით შენგან.
მე ძმაო ტალახაძისგან ოლიმპიურ ოქროს ველოდები ოლიმპიური რეკორდით!!!
ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს და ტრავმები აცილოს.
წარმატებები ლაშას
მადლობაააააა!მაგრები ხართ.კალათბურთი,რაგბი,ძიუდო და ეხლა ძალოსნობა.ამ სახეობის მამები არიან ნამდვილი პროფესიონალები და საამაყო ერისშვილება.წარმატება ქართულ სპორტს
ოლიმპიადაზეც გაგვეხაროს მათი წარმატების