ჩოგბურთი

4:29 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მედვედევმა ATP-ს ფინალი მოიგო

ანდრიი მედვედევის გამარჯვებით დასრულდა მამაკაც ჩოგბურთელთა სეზონის დამამთავრებელი ტურნირი, ATP-ს ფინალი, რომლის გადამწყვეტ შეხვედრაშიც მან ავსტრიელი დომინიკ თიმი 4-6, 7-6(2), 6-4 დაამარცხა. ამგვარად, თიმმა ეს ტურნირი ზედიზედ მეორედ დაასრულა მეორე ადგილზე.

ტურნირს უკანასკნელად უმასპინძლა ლონდონის O2 არენამ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩოგბურთელებს ცარიელი ტრიბუნებით დახვდა. მომავალი წლიდან ATP-ს ფინალის მასპინძელი, იტალიის ქალაქ ტურინის პალა ალპიტურის არენა იქნება.

მედვედევისთვის ეს კარიერაში ყველაზე დიდი ტიტულია. თიმის მსგავსად, მანაც ფინალის გზაზე, მსოფლიოს პირველი ორი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი დაამარცხა. ტიტულისთვის შეხვედრაში კი მსოფლიოს მესამე ჩოგანსაც (თიმს) მოუგო, ვინც ამ სეზნში აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. ამასთან, რუსი ტურნირის მონაწილეთაგან ერთადერთია, ვინც ოთხივე შეხვედრის შემდეგ, კორტი გამარჯვებულმა დატოვა.

0.115461