ფეხბურთი

11:42 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "იბრაჰიმოვიჩი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე 10 წლის წინ"

სერია A-ს მერვე ტურში „მილანმა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით „ნაპოლი“ 3:1 დაამარცხა და შვედმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საოცარ ფორმაშია. ზლატანის შესახებ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და ახლა უკვე „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მოკლე კომენტარი გააკეთა.

„იბრაჰიმოვიჩი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 10-12 წლის წინ. მას საერთოდ არ ეტყობა, რომ 40 წლისაა“, - აღნიშნა გატუზომ.

შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, რითაც ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114469