„ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ეგვიპტელის ფეხბურთელის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ინფორმაცია იურგენ კლოპმაც დაადასტურა.
„მისი ტესტი უარყოფითია. ხვალ უეფას ტესტები ჩაგვიტარდება, მაგრამ მას ხვალიდან ჩვენთან ვარჯიში შეუძლია“, - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.
სალაჰი სანაკრებო შეკრების დროს, ეგვიპტის ნაკრებში დაინფიცირდა. თუმცა გამოჯანმრთელება სწრაფად მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ლივერპულს“ ბერგამოს „ატალანტასთან“ დაეხმარება.