კალათბურთი

23:10 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" დრამატული გამარჯვება ვალენსიაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-12 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ „ვალენსიას“ ესტუმრადა დაძაბულ ბრძოლაში 95:89 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გარდამტეხი ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 14-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

დასკვნითი მეოთხედის წინ „იბეროსტარ ტენერიფე“ 8 ქულით აგებდა, მაგრამ ბოლო 10 წუთში დიდებულად ითამაშა, 35:21 იმარჯვა და საბოლოო გამარჯვებაც გაიფორმა.

რაც უნდა უცნაური იყოს, გიორგი შერმადინი ამჯერად საუკეთესო არ ყოფილა. ქართველმა ცენტრმა 26:01 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 12-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 10 გამარჯვების საპირწონედ 1 მარცხი აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 5 დეკემბერს, „მონბუსს“ დაუხვდება.

0.120554