უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარმა“ „დიოშგიორი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ფორვარდმა გოლი გაიტანა.
ზივზივაძემ მატჩის მე-80 წუთზე ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. ბუდუ მინდორზე 85-ე წუთამდე იყო და შემდეგ შეცვალეს. ზიზვივაძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა.
„ფეჰერვარს“ ერთი მატჩი გამოტოვებული აქვს და 10 შეხვედრაში 19 ქულა მოიპოვა, რაც ამ დროისთვის მესამე ადგილისთვისაა საკმარისი.