ფეხბურთი

12:49 | 22.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იუსუფა მუკოკო - ბუნდესლიგის რეკორდსმენი

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელი იუსუფა მუკოკო ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა. კამერუნელი ისტორიაში ყველაზე ახლაგაზრდა მოთამაშეა, ვინც ბუნდესლიგაში ითამაშა.

„ჰერტასთან“ ის მოედანზე 85-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდის ნაცვლად გამოჩნდა და იმ მომენტში 16 წლისა და 1 დღის იყო. მუკოკომ ნური შაჰინის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც თავის დროზე ბუნდესლიგაში დებიუტი 16 წლის, 11 თვისა და 1 დღის ასაკში ჰქონდა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მუკოკომ 19-წლამდე გუნდში 4 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა შეძლო.

0.115535