ფეხბურთი

16:30 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სლუცკი: "კვარაცხელია რთულ მდგომარეობაში იყო"

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კორონავირუსით ინფიცირებული ფეხბურთელების შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც რუსმა სპეციალისტმა განაცხადა, ხვიჩა კვარაცხელიას რამდენიმე დღე სიცხე ჰქონდა და რთულ მდგომარეობაში იყო.

„ინ ბომს პრაქტიკულად მინიმალური სიმპტომები აქვს, კვარა კი უფრო მეტად რთულ მდგომარეობაში იყო, მას რამდენიმე დღის განმავლობაში სიცხე ჰქონდა. ახლა ორივე თავს კარგად გრძნობს და დაავადების ნიშნები არ აქვთ. თუმცა მნიშვნელოვანია ყველა პროცედურა დავიცვათ, რომელიც ასეთ შემთხვევაში აუცილებელია“, - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი 10 ნოემბერს დაუდასტურდა და მას შემდეგ თბილისში, იზოლაციაშ იმყოფება.

0.113641