"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სურს ლიონელ მესიმ კარიერა "ბარსელონაში" დაასრულოს, იმ კლუბში, რომელმაც მას ბევრი საქმე გაუკეთა.
"მესი "ბარსელონას" ფეხბურთელია და თუ ჩემ აზრს მკითხავთ, დიდი მადლობელი ვარ რაც ამ კლუბმა ჩემთვის გააკეთა და მინდა არგენტინელმა კარიერა "ბარსელონაში" დაასრულოს. მას ეს ათასჯერ ვუსურვე და როგორც "ბლაუგრანას" გულშემატკივარი ვისურვებდი ლიონელ მესი კლუბში კარიერის დასრულებამდე დარჩეს. არ ვიცი მესი რას ფიქრობს, იგი ახლა "ბარსელონას" ფეხბურთელია. სატრანსფერო ბაზარი კი ივნისში იწყება." - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports-ი.
პეპ გვარდიოლამ "ქალაქელებთან" კონრაქტი გახანგრძლივებული აქვს, ხოლო მესის ინგლისში გადაბარგების საკითხი კვლავ აქტუალურია.