ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჯოვანი რეინამ "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
რეინა "ნიუ იორკ სიტის" აკადემიის აღზრდილია და გერმანელებმა 2019 წელს დაიმატეს. ჯოვანი 2020 წლის დასაწყისში პირველ გუნდში დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში ჯოვანიმ 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
აშშ-ს ნაკრებში ფეხურთელს დებიუტი 12 ნოემბერს ჰქონდა, ხოლო 16 ნოემბერს პანამასთან მოგებულ შეხვედრაში რეინამ თავის გამოჩენა ერთი გოლით შეძლო