ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ მისი კარიერის დასასრული ახლოსაა. 35 წლის ლეგენდარული თავდამსხმელი ცოტა ხნის წინ „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე-მწვრთნელად დაინიშნა.
„დერბიმ“ სეზონი ცუდად დაიწყო და 11 ტურის შემდეგ 1 მოგებითა და საერთო ჯამში 6 ქულით ჩემპიონშიფში ბოლო ადგილზეა. ამის გამო, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფილიპ კოკუ დაითხოვეს და ის რუნიმ შეცვალა, რომელსაც მომავალში სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება გადაწყვეტილიც აქვს.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ამბიცია იყო მწვრთნელობა, განსაკუთრებით იმ შესანიშნავი სამუშაოს გათვალისწინებით, რომელსაც ლამპარდი, ჯერარდი და პარკერი ასრულებენ. არ ვიქნებოდი ამბიციური ადამიანი, თუ ვიტყოდი, რომ ამ პოსტზე მუშაობა არ მინდოდა.
ვიცი, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერის დასასრულთან ახლოს ვარ. დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. ახლა ორივე ფეხით გასახდელში ვარ და ვცდილობ გუნდს დავეხმარო როგორც მოთამაშის როლში, ისე მწვრთნელის პოსტიდან“, - თქვა რუნიმ.
შეგახსენებთ, რომ უეინ რუნიმ საუკეთესო წლები „მანჩესტერში“ გაატარა (2004-2017), გარდა ამისა, „ევერტონსა“ და „დი სი იუნაიტედში“ ითამაშა, ხოლო 2019 წელს „დერბიში“ გადავიდა.