ფეხბურთი

10:27 | 20.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: "დარწმუნებული ვარ, მესი "ბარსელონაში" ბოლო სეზონს ატარებს"

„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდამ, რივალდომ ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა. როგორც „ბორბამ“ Marca-სთან საუბარში აღნიშნა, არგენტინელისთვის ეს სეზონი ბოლო იქნება „ბარსას“ შემადგენლობაში.

„ეს იქნება „ბარსელონაში“ ლეო მესის ბოლო სეზონი. ვერ წარმომიდგენია, რომ ახალმა მენეჯმენტმა შეძლოს მისი დარწმუნება, რომ ნაბიჯი უკან გადადგას იმის გათვალისწინებით, რომ „ბარსას“ არ აქვს დიდი რესურსი მის შესანარჩუნებლად. ნათელია, რომ მესის უკეთესი და ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები ექნება სხვა გუნდებისგან. ამას ისიც ემატება, რომ „ბარსელონას“ მოუწევს ხელფასების შემცირება და მესის წასვლა გასული სეზონის შემდეგაც სურდა.

მოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონთა ლიგას ან ლა ლიგას მოიგებენ, ან კუმანი თუ შეძლებს გუნდს კარგი ფეხბურთი ათამაშოს, შეიძლება მესიმ თავის პოზიციას გადახედოს. მაგრამ, დაჟინებით ვამბობ: ვშიშობ, რომ ეს მისი ბოლო სეზონი იქნება „ბარსელონაში“, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა“, - თქვა რივალდომ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონას“ დატოვება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. მას კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება და მიუხედავად იმისა, რომ იქამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ახალ კონტრაქტზე ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ ვრცელდება.

0.114433