საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ნოემბრის სამი თამაში შეაფასა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ მატჩებმა მხოლოდ ტკივილი მოიტანა.
"ეს ძალზე რთული მომენტია პირადად ჩემთვის, ისევე როგორც მთელი გუნდისთვის. ჩვენ დიდი იმედით ვიყავით, თუმცა, ბოლო სამმა თამაშმა ჩვენ მხოლოდ ტკივილი და იმედგაცრუება მოგვიტანა. ვწუხვარ,რომ ვერ შევძელით გულშემატკივრების ოცნების რეალობად ქცევა. ყველაფერი რაც ჩვენ ბოლო წლებში შევქმენით, ორ მატჩში დავკარგეთ. ასეთია ფეხბურთი - ყველაფერი წამებში იცვლება. დღევანდელი ტკივილი, ხვალ უკვე ახალმა იმედმა შეიძლება ჩაანაცვლოს. მე კი ნამდვილად მჯერა წარმატებული მომავლის. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომელთაც ამ პერიოდში დიდი მხარდაჭერა და საოცარი გვერდში დგომა გვაჩვენეს", - დაწერა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში შესანიშნავი შანსი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ერთა ლიგის B დივიზიონში გასულიყო, მაგრამ ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.