ფეხბურთი

14:21 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაის ნაკრებში კორონავირუსი მძვინვარებს

ურუგვაის ნაკრებში კორონავირუსით დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა - გვამცნობს ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ინფექცია ორ ფეხბურთელს - „რენტისტასის“ მცველ ალეკსის როლინს და „ლოს ანჯელესის“ შემტევს, დიეგო როსის დაუდგინდა. ასევე ვირუსი შეეყარა საფეხბურთო დელეგაციის კიდევ ხუთ წევრს.

რამდენიმე დღის წინათ გაცხადდა, რომ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა ლუის სუარესს. ამის გამო ის მადრიდის „ატლეტიკოს“ უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.

18 ნოემბერს ურუგვაელებმა მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბრაზილიელებს უმასპინძლეს და 0:2 დამარცხდნენ.

0.116589