ქართველმა ფეხბურთელმა ელგუჯა ლობჯანიძემ „კაისარი“ დატოვა. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, 28 წლის თავდამსხმელს კლუბთან ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. ამ მიზეზით ყაზახური კლუბი კიდევ 6-მა ფეხბურთელმა დატოვა.
ელგუჯა ლობჯანიძე „კაისარში“ მიმდინარე წლის იანვარში „თარაზიდან“ გადავიდა და სუპერლიგაში გამართულ 12 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სტატისტიკა ნამდვილად არაა ცუდი..