სხვა

11:51 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ ფიურიმ დარტყმით სავარჯიშო ტომარა ჩამოაგდო

მას შემდეგაც, რაც განაცხადა, რომ წელს რინგზე გამოსვლას არ გეგმავს, WBC-ს მსოფლიო ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ ვარჯიში უწინდელი დატვირთვით გააგრძელა და ისეთი მონდომებით ურტყა სავარჯიშო დიდ ტომარას, რომ მისი ჭერზე სამაგრი ჩამოანგრია.

ფიური დეონტეი უაილდერთან მესამე შეხვედრისთვის ემზადებოდა, მაგრამ პრეტენდენტთან თარიღზე ვერ შეთანხმდა, რის შემდეგაც, სხვა მეტოქის ძებნა დაიწყო. მას წელსვე სურდა ბრძოლის გამართვა. მისმა ბანაკმა მეტოქედ გერმანელი აგიტ კაბაიელი შეურჩია. მაგრამ ბრიტანელმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ წელს ბრძოლას აღარ ჩაატარებს.

სავარაუდოდ, მის ბრძოლას მომავალი წლის პირველ კვარტალში ვიხილავთ და არაა გამორიცხული, რომ მეტოქე ისევ უაილდრი იყოს. მისი დამარცხების შემთხვევაში, ფიურის მომდევნო მეტოქე მისი თანამემამულე, ენტონი ჯოშუა (WBA-ის, IBF-ის, WBO-ის და IBO-ის ქამრების მფლობელი) იქნება. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის თავის ტიტულებს, ბულგარელ კუბრატ პულევთან შეხვედრაში დაიცავს.

ფიური ვარჯიშისას, თავისი ზომის ტომარას იმდენად ძლიერად ურტყამდა, რომ მისი ჭერზე სამაგრი დაზიანდა და ჭერის ნაჭერი ჩამოვარდა. ბედად, მოკრივემ მას თავი აარიდა და ტრავმას გადაურჩა. სამაგიეროდ, თავისი ამერიკელი მწვრთნელი შუგარ ჰილ სტიუარტი შემოელანძღა. ამან თავის შეგირდს მონსტრი უწოდა.

მაგრამ მომხდარს ფიურისთვის ვარჯიშის სურვილი არ წაურთმევია, ის სხვა ტომარას მისდგა და მისი ცემა დაიწყო. ოღონდ, ჯერ მისი სამაგრი კარგად შეამოწმა.

და იმ დროს, როდესაც ფიურიმ სავარჯიშო ტომარა შემუსრა, უაილდერი წუწუნებს და ბრიტანელთან მარცხს, არალეგალურ ხელთათმანებს აბრალებს. ამერიკელი ირწმუნება, რომ ფიურის ხელი ხელთათმანის შუაში კი არა, გაცილებით წინ ჰქონდა, რის გამოც, მისი დარტყმები ორმაგად მტკივნეული იყო...

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=M1mHQFiz85w

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165264