ფეხბურთი

2:01 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: ოთხთა ფინალი დაკომპლექტდა

ერთა ლიგის A დივიზიონის ოთხთა ფინალში საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს იტალიისა და ბელგიის ნაკრებები შეუერთდნენ. „სკუადრა აძურამ“ და „წითელმა ეშმაკებმა“ ბოლო ტურში დაგეგმილი გამარჯვებები იზეიმეს და ჯგუფში იპირველეს.

პირველ ჯუგფში იტალია ბოსნიას ესტუმრა და საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული - უმოტივაციო ბოსნიას სტუმრად თუ მოუგებდა, ფინალურ ოთხეულში მოხვდებოდა, რომელსაც სხვათა შორის, 2021 წლის ოქტომბერში, იტალია (მილანი და ტურინი) უმასპინძლებს. რობერტო მანჩინის გუნდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა. ჯერ ანდრეა ბელოტიმ გამოიჩინა თავი, შემდეგ დომენიკო ბერარდიმ - 2:0.

პარალელურად, პოლონეთი ნიდერლანდებს თითქმის მთელი თამაში უგებდა, მაგრამ ბოლოს ორი გოლი გაუშვა და წააგო. შედეგად, იტალია 12 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ნიდერლანდებმა 11 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პოლონეთს მესამე პოზიცია ერგო (7 ქულა), ბოსნიას კი B დივიზიონში გავარდა.

II ჯგუფში გამარჯვებულის ბედი ბელგიისა და დანიის მატჩში ირკვეოდა. სტუმრებს მხოლოდ 3 ქულა აძლევდათ ხელს, მასპინძლებს ფრეც. ცხადია, ბელგია გაცილებით მაღალი კლასის გუნდია და ეს დაამტკიცა კიდეც. რობერტო მარტინესის გუნდმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანა და ოთხთა ფინალში ითამაშებს. ამ ჯგუფში დანიამ და ინგლისმა მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს, ხოლო ისლანდია B დივიზიონში დაქვეითდა.

აქვე გეტყვით, რომ ოთხთა ფინალის წილისყრა, რომელიც გუნდებს ნახევარფინალში დააწყვილებს, 3 დეკემბერს გაიმართება.

A დივიზიონი, I ჯგუფი

ბოსნია - იტალია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბელოტი (22), 0:2 ბერარდი (68)

პოლონეთი - ნიდერლანდები 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 იოზვიაკი (6), 1:1 დეპაი (77, პენ), 1:2 ვეინალდუმი (84)

A დივიზიონი, II ჯგუფი

ბელგია - დანია 4:2 (1:1)

გოლები: 1:0 ტილემანსი (3), 1:1 ვინდი (17), 2:1 ლუკაკუ (56), 3:1 ლუკაკუ (70), 3:2 კურტუა (87, ა.გ), 4:2 დე ბრუინი (88)

ინგლისი - ისლანდია 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 რაისი (20), 2:0 მოუნთი (24), 3:0 ფოდენი (80), 4:0 ფოდენი (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114753