ფეხბურთი

22:05 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვს გერმანიის ნაკრებიდან გაშვება არ ემუქრება

გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია არ აპირებს ეროვნული ნაკრების მთვარ მწვრთნელს იოახიმ ლიოვს კონტრაქტი გაუწყვიტოს და გაათავისუფლოს. აღნიშნულ ინფორმაციას BeIN SPORTS-ი ავრცელებს. გერმანიამ ერთა ლიგის ბოლო შეხვედრა ესპანეთთან 0:6 წააგო, რაც ნაკრებისთვის არსებობის ისტორიაში ანტირეკორდია.

ჯერჯერობით ფედერაცა ოფიციალურ ვებგვერდზე არ დაუდასტურებია მსგავსი ინფორმაცია, თუმცა ნაკრების დირექტორი ოლივერ ბირჰოფი ირწმუნება, რომ აღნიშნული წაგების გამო მწვრთნელს არ შეცვლიან.

"ეს წაგება არაფერს ცლის და ჩვენ იოახიმ ლიოვს ბოლომდე ვენდობით" - განუცხადა ARD TV-ს ბირჰოფმა.

ესპანეთთან წაგების შემდეგ გერმანიის ერონულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი ოფის საგზური დაკარგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099638