ფეხბურთი

21:40 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანს დაცვაში პრობლემები შეექმნა

მადრიდის "რეალის" მცველები სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანი ტრავმირებულები არიან. სერხიო რამოსმა ფეხის დაზიანება გერმანიასთან მატჩში მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის დასრულებამდე დატოვა. რაფაელ ვარანმა შვედეთთან შეხვედრაში მხარი დაიზიანა და მეორე ტაიმიდან მოედანზე აღარ გამოსულა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ზინედინ ზიდანს აღნიშნული წყვილის ტრავმების გარდა სხვა საკადრო პრობლემებიც აქვს. ედერ მილიტაოს კორონავირუსი დაუდასტურდა და PCR ტესტმა ორჯერ უნდა აჩვენოს ნეგატიური პასუხი, რათა თამაში შეძლოს. ასევე, ნაჩომ ტრავმა ახლახანს მოიშუშა და უცნობია შეძლებს თუ არა ფორმაში შესვლას უახლოეს მატჩამდე.

"რეალი" ესპანეთის ჩემპიონატში მატჩს შაბათს "ვილიარეალის" წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113658