უეფას ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს და 2020 წელს უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს. ეროვნული გუნდის დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ დღევანდელი მატჩისთვის ასეთი შემადგენლობა შეარჩია.
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე; კანკავა, კვეკვესკირი; ლობჟანიძე, ყაზაიშვილი, დავითაშვილი; კაჭარავა
ესტონეთი (4-2-3-1): ჰეინი; ტენისტე, ტამი, კუუსკი, პიკი; სომერტსი, კრეიდა; ზენიოვი, ვასილიევი, სინიავსკი; საპინენი
საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, ესტონეთის ორი და ორივე გუნდს პირველ ადგილზე გასვლის შანსი, რაც B დივიზიონის საგზურს იძლევა, დაკარგული აქვთ.