ფეხბურთი

13:21 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინმა დღეისთვის მსოფლიოს სამი საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

ამერიკული „ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ამ დროისთვის სამი საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა. „პიპიტამ“ სამეულს მიღმა დატოვა მისი ყოფილი თანაგუნდელები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი. არჩევანი კი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა.

„ამჟამად ჩემთვის საუკეთესო თავდამსხმელები ლევანდოვსკი, ჰოლანდი და ბენზემა არიან. კარიმი 12 წელია ფეხბურთის ელიტაშია, ლევანდოვსკი მუდმივად იტანს, ხოლო ჰოლანდს დიდი პერსპექტივა აქვს და შესანიშნავი თავდამსხმელია. ისტორიაში ბევრი დიდი ფორვარდი ყოფილა, სუარესი, ლევანდოვსკი, ბენზემა, დავიდ ვილა, საუკეთესო კი რონალდო იყო, ფენომენი. ყოველთვის მინდოდა მას დავმსგავსებოდი და ვცდილობდი მის მიბაძვას.

მესი? ჯადოსნური ფეხბურთელია. მისთვის ყველაფერი ბუნებრივია, ის ასეთი დაიბადა. ლეო ყველაფერს ძალდატანების გარეშე აკეთებს, სწორედ ეს ხდის მას უნიკალურს“, - თქვა იგუაინმა.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინმა ზაფხულში ევროპის კონტინენტი დატოვა და კარიერას „ინტერ მაიამიში“ აგრძელებს, რომლის მფლობელიც ლეგენდარულიდევიდ ბექჰემია.

0.114145