ჩოგბურთი

2:56 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

თიმმა ნადალი დაამარცხა

ლონდონში მიმდინარე ATP-ს ფინალში, ავსტრიელმა დომინიკ თიმმა ორ სეტში, 7-6(7) 7-6(4) დაამარცხა რაფაელ ნადალი. ორივე სეტში გამარჯვებული ტაიბრეიკზე გამოვლინდა. ამ მოგებით, აშშ-ის ღიას ჩემპიონმა, ლონდონის ჯგუფში ლიდერობა იგდო ხელთ.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა თიმმა, პირველი სეტის ტაიბრეიკზე რამდენიმე სეტ პოინტი მოიგერია, ბოლოს კი კარგად შესრულებული ფორჰენდით, სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ნადალმა, ვის კარიერასაც მხოლოდ ATP-ს ფინალში გამარჯვება აკლია, მეორე სეტში პირველმა შეძლო ბრეიკის აღება. ეს მეშვიდე გეიმში მოხდა, როცა ანგარიში 3-3 იყო. მაგრამ თიმმა მომდევნო გეიმშივე დაუბრუნა ხურდა. მეათე გეიმში, როცა ესპანელი 4-5 აგებდა, ის კვლავ თავისი მოწოდების წაგების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.

მის მიერ საშინლად შესრულებული სმეშის შემდეგ, 0-40 დაფიქსირდა. მაგრამ დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელმა, თავი ხელში აიყვანა, სამი მატჩ პოინტი გადაარჩინა და გეიმიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. ეს სეტიც ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც თიმმა სწრაფად შეძლო დაწინაურება - 6-3. ნდალმა ერთი ქულა გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო. მომდევნო გათამაშებაზე, ხელუკუღმა დარტყმული ბურთი კორტის მიღმა დაეცა.

ამგვარად, თიმმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. პირველში მან ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა, ვისაც რუს დებიუტანტ ანდრეი რუბლევთან აქვს შეხვედრა. ნადალის ბედი კი ჯგუფში ბოლო შეხვედრაზეა დამოკიდებული, რომელშიც ციციპასს დაუპირისპირდება.

0.13315