კრისტალებეთ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი, ბათუმის დინამო მე-16 ტურის მატჩში გორის დილას ბათუმი არენაზე უმასპინძლებს. ახალი სტადიონის ისტორიაში პირველი შეხვედრა, 21 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სტადიონის მშენებლობა წელს დასრულდა, ოფიციალურად კი 27 ოქტომბერს საზეიმო ცერემონიალით გაიხსნა, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრი - გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, თბილისის მერი - კახი კალაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი მონაწილეობდნენ, ასევე ვეტერანი ფეხბურთელები და სხვა საპატიო სტუმრები.
ბათუმის დინამო და გორის დილა სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები არიან. ბათუმელები 26 ქულით მეორე ადგილს იკავებენ, ხოლო დილა 24 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.
ELIGA.GE