საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ესტონეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ვრცლად ისაუბრა.
„პირველ რიგში მინდა თავს უფლება მივცე და გუნდის სახელით მადლობა გადაუხადო ბატონ ვლადიმირ ვაისს, რადგან ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა. იყო ნაკრებში რამდენიმე ახალი სახე, კარგი შედეგიც. თუმცა, სამწუხაროდ ყველაფერი ცუდად დასრულა. ცხელ გულზე ალბათ არცერთ გულშემატკივარს არ ახსოვს მისგან არაფერი დადებითი, მაგრამ გავა დრო და როდესაც მშვიდად გავაანალიზებთ, დადებითად შეფასდება მისი მუშაბა. მასთან ერთად გუნდში ძალიან კარგი გარემო იყო და შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მეც ბევრი რამ მასწავლა.
მინდა რამაზ სვანაძესაც წარმატებები ვუსურვო, შეუძლია, რომ ამ მოლე პერიოდში გუნდში სიტუაციის შეცვლა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ოცნება კი არის, მაგრამ მგონი დღეს არავის უნდა. ვაისის განცხადებებს რაც შეეხება, ელემენტარული პრობლემები ყველა გუნდშია, არამარტო ფეხბურთში, სხვა სფეროებშიც, ოჯახშიც არ არის სრული იდილია. ამ გუნდშ ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას, გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხმარებიან და ჩემი ნაკრებში ყოფნის პერიოდში ყოველთვის კარგი გარემო იყო. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ 5 წლის მიერ ნაშენები საქმე 3 დღეში ჩვენივე ხელით ჩამოვანგრიეთ. ახლა ჩვენი მოვალეობაა გავიდეთ მოედანზე და ნელ-ნელა დავივიწყოთ ეს ყველაფერი. მზად ვართ ყველა წნეხისთვის, იმისთვის, რომ რაც ჩვენივე ხელით ან ფეხით, რადგან ფეხბურთელები ვართ, ჩამოვანგრიეთ, თავიდან ავაშენოთ.
მაკედონიასთან ჩვენი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით. ასეთი თამაში არასდროს გვქონია, წნეხი ძალიან დიდი იყო. სპორტული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეს თამაში რომ გვქონდა ძალიან კარგია, რადგან მომავალში უფრო გამოცდილები ვიქნებით და გვეცოდინება როგორ ვითამაშოთ ამ დონის მატჩები. რაც უფრო ხშირად ვითამაშებთ ასეთ შეხვედრებს, უფრო მარტივად გავუმკლავდებით წნეხს.
ლიდერების არყოფნაზე არასდროს ვწუწუნებთ, რომ თავი ვიმართლოთ, მაგრმა ჩაკვეტაძის კვარაცხელიას, შენგელიას და კიტეიშვილის გამოკლება ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო, განსაკუთრებით მატჩის წინა დღეს. ჩვენ ვიცოდი ჩვენი და მეტოქის შესაძლებლობებიც, ვიცით, რომ მაქსიმუმი ვერ ვაჩვენეთ. კლასმას გავლენა იქონია და ფსიქოლოგიურმა წნეხმაც. ყველა ფეხბურთელი ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას და არავის ერთმანეთი არ დაგვიდანაშაულებია. ვიცით, რომ ჩვენი შესაძლებლობები ყველაზე საჭირო მომენტში ვერ ვაჩვენეთ. ქართველი ქომაგებიც ვერ გავახარეთ, რომლებიც საოცრად დაგხვდნენ, ასეთი გულშემატკივრობა არასდროს მიგვრძნია, სოციალურ ქსელშიც ძალიან ბევრ მესიჯს ვიღებდი. ჩვენი გულშემატკივარი იმიტომ იმსახურებდა გახარებას, რომ წაგების მერეც დაგვხდნენ. ვიცით, რომ მათი და ჩვენი, ჩვენი ოჯახებსი იმედები გავაცრუეთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მომავალში მათ გასახარებლად.
მე ბევრი ფორმაციის ნაკრებში არ მითამაშია, ვლადიმირ ვაისის გარდა, კახა ცხადაძის დროს რამდენიმე თამაში ჩავატარე. ვაისის პერიოდში გუნდურობა იყო ჩვენი მთავარი პლიუსი, ავაშენთ ეს ყველაფერი და იდეალურთან მიალოხვებული ყოფილიყო ვცდილობდით. შეიძლება ითქვას, რომ გამოვდიოდა კიდეც, მაგრამ 3-4 დღეში ყველაფერი ჩვენ თვითონ ჩამოვშალეთ. დარწმუნებული ვარ ქართული ფეხბურთი ამ ორი წაგებით არ დასრულებულა და ხვალიდან ახალი ფურცლის გადაშლა დაიწყება“, - განაცხადა კვეკვესკირმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2020 წლის ბოლო მატჩს ხვალ, ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს და ხსენებული მატჩი სატურნირო თვალსაზრისით ფორმალობაა, რადგან ვერც საქართველო და ვერც ესტონეთი ახლანდელ პოზიციებს ვერ შეიცვლიან.