უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს და 2020 წელს ბოლო შეხვედრას გამართავს. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა მატჩამდე პრესკონფეენციაზე ისაუბრა.
„ჩემი მთავარი დავალება ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდაა, მაგრამ ხვალ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. ვნახე ვიდეო როგორ ემოციურად მოაცილეს სტადიონზე ქართველი ფეხბუთელები გულშემატკივრებმა და სამწუხაროა, რომ ეს შანსი ვერ გამოიყენეთ. ჩვენც გვქონდა წლების წინ იგივე შანსი, მაგრამ პროფესიონალები ვართ და წინ უნდა ვიყუროთ.
საქართველოს ნაკრებიდან თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი ჩაკვეტაძეს გამოვარჩევდი. ასევე ჯაბა კანკავას და იმედი მაქვს, რომ ხვალ საქართველო მოედანზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა, რადგან ჩემმა ფეხბურთელებმა მაღალი დონის ფეხბურთელებთან თამაშით გამოცდილება მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშს სატურნირო დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ნაკრებში თამაში დიდი მოტივაციაა და გუნდები მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდნენ“, - თქვა ვოოლაიდმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის B დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგული აქვს და 6 ქულით მესამე ადგილზეა.