კიუშუ ბაშოზე მოპოვებული უპირატესობა ლევან გორგაძემ გაანიავა და მე-10 საშეჯიბრო დღეს მისი მოგება/წაგების ბალანსი გათანაბრდა.
ქართველი სუმოისტი მე-13 მაეგაშირა იჩინოჯოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ეს აღნიშნული წყვილის 23-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც 16 ტოჩინოშინის გამარჯვებით, 7 კი მარცხით დასრულდა.
ლევანს წლის ბოლო სუპერტურნირზე 5 მოგების საწინააღმდეგოდ 5 მარცხი აქვს და კაჩი კოშის დასაფიქსირებლად მინიმუმ 3 მოგება მართებს. მისი მომდევნო მეტოქე კი პირველი მაეგაშირა კარიბაიამა იქნება, რომელსაც აქამდე 2-ჯერ შეხვედრია და 1-ჯერ მოიგო - 1-ჯერ კი წააგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უძლეველი ლევანი რომ გვახსოვს, მისი ნახევარიც არ არის დარჩენილი. რომ არა ეს ტრავმა...ყოველ შემთხვევაში, მოიგებ თუ წააგებ, შენს გვერდით ვართ. წარმატებები.