ჩოგბურთი

2:50 | 17.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ATP-ს ფინალის დებიუტანტი შვარცმანი დაამარცხა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამარჯვებით დაიწყო ATP-ს ფინალი, ტურნირი, რომელიც ხუთჯერ აქვს მოგებული. პირველ შეხვედრაში მან სეზონის დამამთავრებელი ტურნირის დებიუტანტი, არგენტინელი დიეგო შვარცმანი 6-3 6-2 დაამარცხა. ტურნირის დაწყებამდე, სერბ ჩოგბურთელს სეზონის პირველი ჩოგნის ჯილდო გადაეცა.

შვარცმანთან თამაშის დასაწყისში, ჯოკოვიჩმა მოულოდნელად საკუთარ მოწოდებაზე გეიმი წააგო, თუმცა საქმის გამოსწორება მეორე გეიმიდანვე დაიწყო და მეტოქეს მცირე შანსიც არ დაუტოვა. მან მაშინვე საპასუხო ბრეიკი აიღო, მეორედ კი არგენტინელის მოწოდებაზე მერვე გეიმში გაილაღა, როცა ანგარიში 4-3 მიჰყავდა. ბრეიკ პოინტის გათამაშებაზე, ჯოკოვიჩმა შვარცმანი კორტის კითხიდან კუთხეში არბენინა, წერტილი კი წაღმა შესრულებული დარტყმით დასვა.

მეორე სეტში შვარცმანმა წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შეძლო. ჯოკოვიჩმა ისევ ორი ბრეიკი აიღო და იოლად მიღწია გამარჯვებას შეხვედრაში, რომელიც O2 არენას 18 000-იანი, ცარიელი ტრიბუნის წინაშე ჩატარდა.

„მეორე სეტში ჩემი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. სანამ 4-3-ზე ბრეიკს ავიღებდი, თანაბარი თამაში მიდიოდა. დიეგოსთვის პირველი შეხვედრა იყო და ამიტომ გაუჭირდა. თან იმ არენაზე, სადაც ალბათ ჯერ არ უთამაშია“, - განაცხადა 33 წლის ჯოკოვიჩმა, ვისაც ეს ტურნირი 2015 წლის შემდეგ არ მოუგია.

0.110064