უურგვაის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ლუის სუარესი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
სუარესის მეორე ტესტის პასუხი დადებითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იზოლაციაში გადავიდა. ურუგვაელი შემტევი თანაგუნდელებს ბრაზილიასთან მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ 21 ნოემბერს, მადრიდის "ატლეტიკო" "ბარსელონას" უპირისპირდება და თუ იქამდე სუარესის ტესტის პასუხი უარყოფითი არ იქნება, სამხრეთამერიკელი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს.