ფეხბურთი

23:09 | 16.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძემ საქართველოს ნაკრებში პირველი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ოთხშაბათს ესტონეთის ნაკრებთან თბილისში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდიდან წასვლის შემდეგ პირველი საწვრთნელი პროცესი ჩაატარა რამაზ სვანაძემ, რომელიც ნაკრების დროებით მწვრთნელად დაინიშნა და გუნდს დამდეგი შეხვედრისთვის მოამზადებს.

დღეს, ვარჯიშს აღდგენითი სახე ჰქონდა. გუნდი ხვალ კიდევ ერთ ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო ესტონეთს 18 ნოემბერს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ბოლო ტურის წინ 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზე გასვლის, შესაბამისად ერთა ლიგის B დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა.

0.134098