სხვა

20:14 | 16.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სინძო აბეს ოლიმპიურ ორდენს გადასცემენ

ოლიმპიური მოძრაობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისთვის იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სინძო აბეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ორდენით დააჯილდოვებენ. სინძო აბეს ოლიმპიურ ორდენს 16 ნოემბერს, იაპონიაში IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის ვიზიტისას გადასცემენ.

ტოკიოში ვიზიტისას თომას ბახი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს იოსიჰიდე სუგას და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს იოსირო მორის შეხვდება, რათა ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების საკითხები განიხილოს. გარდა ამისა, ჩანიშნულია ტოკიოს გუბერნატორ იურიკო კოიკესთან შეხვედრაც.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174382