ფეხბურთი

15:59 | 16.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძემ კარიერის დასრულება არ დაადასტურა

ჯანო ანანიძემ უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს კარიერა დაასრულა. რუსულ მედიაში „როტორის“ მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ხაცკევიჩის სიტყვებზე დაყრდნობით, დაწერეს, რომ ჯანომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ხაცკევიჩმა აღნიშნა, რომ მას ტრავმის გამო მოუწია „როტორიდან“ და ფეხბურთიდან წასვლა. ამ ინფორმაციას ანანიძე ინსტაგრამში გამოეხმაურა.

ერთ-ერთი რუსული გამოცემის ეს ნიუსი გააზიარა და მას სიცილისა და „შუა თითის“ ემოჯი დააწერა, რაც ნიშნავს, რომ ცნობა უარყო.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე ამჟამად უკლუბოდ იმყოფება და ჯერჯერობით მის შესახებ ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება.

0.117244