„პარი სენ ჟერმენს“ სერხიო რამოსის შეძენა სურს მადრიდის „რეალის“ კაპირანმა სერხიო რამოსმა შესაძლოა კარიერა „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელოს.
ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. AS-ის ცნობით პარიზული გუნდი ესპანელს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს და მის გადაბირებას ეცდება. ასევე ცნობილია, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელები 34 წლის მცველს ხელფასის სახით წელიწადში 20 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
სერხიო რამოსმა მიმდინარე სეზონში „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში 10 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა. მისი კონტრაქტი კი ძალაში 2021 წლის ზაფხულამდეა.