სხვა

13:39 | 16.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უცხოელ გულშემატკივრებს დაუშვებენ

კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად, იაპონიაში შესვლა დღეისათვის 150-ზე მეტი ქვეყნის და რეგიონის წარმომადგენლებს ეკრძალებთ, თუმცა ქვეყნის მთავრობა ახალი რეგულაციების შემოღებას გეგმავს.

ტოკიო-2020-ის აღმასრულებელი დირექტორის ტოშირო მუტოს განცხადებით, ახლო მომავალში სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე აკრძალვა შემსუბუქდება. განსაკუთრებულ გამონაკლის დაუშვებენ სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისთვის და ტექნიკური პერსონალისთვის, რომლებიც ქვეყანაში შესვლისას მხოლოდ ტესტირებას გაივლიან და 14-დღიანი კარანტინში ყოფნა არ მოუწევთ. როგორც ირკვევა, გაზაფხულიდან ამ შეღავათით ასევე ისარგებლებენ სპორტის გულშემატკივრები.

გარდა ამისა, ტოკიო-2020-ის სტუმრებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად განსაზღვრული მარშრუტებით შეეძლებათ და დაბინავდებიან წინასწარ განსაზღვრულ სასტუმროებში. ამასთან, სტუმართა ადგილსამყოფელის დადგენაზე იზრუნებს სმარტფონებში დაყენებული GPS-ის სისტემა.

geonoc.org.ge

0.125246