ფეხბურთი

10:24 | 16.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ მასკერანომ კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ კარიერა დაასრულა. “ესტუდიანტესის“ ნახევარმცველმა ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა.

„მინდა განვაცხადო ფეხბურთიდან ჩემი წასვლის შესახებ და მადლობა „ესტუდიანტესის“ ხელმძღვანელობას, რომ კარიერის არგენტინაში დასრულების შესაძლებლობა მომცეს. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორია გაჩერება. ჩემი პროფესიით 100%-ით ვიცხოვრე და მაქსიმალურად დავიხარჯე“, - თქვა მასკერანომ.

36 წლის მასკერანოს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა და სხვა და სხვა დროს „რივერ პლეიტში“, „კორინთიანსში“, „ვესტ ჰემში“, „ლივეპრულში“, „ბარსელონაში“, „ჰებეისა“ და „ესტუდიანტესში“ თამაშობს.

ხავიერმა 2003-2018 წლებში არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 147 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

0.114402