ფეხბურთი

2:19 | 16.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: იტალიამ და ბელგიამ პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის ორ ჯგუფში მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა და ბოლო ტურის წინ ჯერ კიდევ არაა ცნობილი ჯგუფის გამარჯვებულები, მაგრამ ბევრი რამ გამოიკვეთა.

I ჯგუფში იტალიის ნაკრებმა რეჯიო ემილიაში პოლონეთს უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 მოიგო. „სკუადრა აძურა“ შესანიშნავად ირჯებოდა და მეტოქისთვის შანსიც არ მიუცია. იტალიელებმა თამაშიდან რობერტ ლევანდოვსკიც გამოთიშეს, რომელსაც ღირებული არაფერი გაუკეთებია. პოლონელები ძირითადად უხეშობით იყვნენ დაკავებული და ფეხბურთელიც გაუძევეს.

იტალიამ მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. ანგარიში ჟორჟინიომ პენალტით 28-ე წუთზე გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში დომენიკო ბერარდიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ნიდერლანდებმა ჯორჯინიო ვეინალდუმის დუბლითა და მემფის დეპაის გოლებით ბოსნიის ნაკრებს 3:1 მოუგო. ჯგუფს იტალია 9 ქულით სათავეში ჩაუდგა, ნიდერლანდებს 8 ქულა აქვს, ხოლო პოლონეთს - 7.ბოლო ტურის წინ როგორც ხედავთ, ჩახლართული ვითარებაა, მაგრამ „სკუადრა აძურა“ მაინც ფავორიტია პლეი-ოფში გასასვლელად, რადგან აუტსაიდერ ბოსნიას ესტუმრება და თუ მოიგებს ლიდერობაში ვერავინ შეეცილება. შეიძლება იტალიელებს ფრეც ეყოთ თუ პარალელურად პოლონეთი შინ ნიდერლანდებთან არ წააგებს.

A დივიზიონის მეორე ჯგუფში ინგლისის ნაკრებმა პირველი ადგილის ყველანაირი შანსი დაკარგა. ალბიონელები სტუმრად კონკურენტ ბელგიასთან დასაწყისშივე გაშვებული ორი გოლით დამარცხდნენ და 7 ქულით მხოლოდ მესამე ადგილზე არიან. დანიამ შინ ისლანდიას 2:1 მოუგო და მას აქვს პლეი-ოფში გასვლის შანსი.ბოლო ტურში ბელგია და დანია ერთმანეთს შეხვდებიან, მასპინძლებს ფრეც აძლევთ ხელს, ხოლო სტუმრები პირველ პოზიციას მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებენ.

A დივიზიონი, I ჯგუფი

ნიდერლანდები - ბოსნია 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ვეინალდუმი (6), 2:0 ვეინალდუმი (14), 3:0 დეპაი (55), 3:1 პრევილიაკი (63)

იტალია - პოლონეთი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჟორჟინიო (27, პენ), 2:0 ბერარდი (84)

A დივიზიონი, II ჯგუფი

ბელგია - ინგლისი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ტილემანსი (10), 2:0 მერტენსი (24)

დანია - ისლანდია 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ერიკსენი (12, პენ), 1:1 კიარტანსონი (85), 2:1 ერიკსენი (90, პენ)

თეგებიერთა ლიგა
0.160881