ფეხბურთი

22:56 | 15.11.2020 | ნანახია 3532 - ჯერ

ევრო 2020-ის შემდეგ ერთა ლიგის B დივიზიონიც გვერდზე დარჩა...

ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის შემდეგ ერთა ლიგის B დივიზიონიც შეუსრულებელი მისია გახდა. საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან მნიშვნელოვანი მატჩიც წააგო და პირველ ადგილზე ვეღარ გავა.

სამ დღეში ორი საშინაო თამაში, ორივე მნიშვნელოვანი და ორი მარცხი, თანაც უფერული ფეხბურთით... ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჰენრიხ მხითარიანის გარეშე დარჩენილ სომხეთთანაც ვერ შეძლო სათანადოდ თამაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამსახურებულადაც წააგო. სხვათა შორის, სომხეთის ნაკრებმა თბილისში ისტორიაში პირველად მოიგო...

პირველმა ტაიმმა საქართველოს ნაკრების ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა, თუმცა საგოლე შანსი სტუმრებს უფრო ჰქონდათ და ყოველთვის ჩვენი დამსახურებით. საწყის ნახევარ საათში მოედანზე საინტერესო პრაქტიკულად არაფერი მომხდარა, ბრძოლაში გაიარა.

სტუმართა პირველივე სახიფათო მომენტი გოლით დასრულდა. ბურთი მეტოქის ნახევარზე დავკარგეთ, რითაც დაცვის მარცხენა ფლანგზე სივრცე შეიქმნა და გოლიც მივიღეთ. თავი გევორქ ღაზარიანმა გამოიჩინა და სომხეთის ნაკრები დაწინაურდა.

ერთი წუთი არ გასულა და ვაკო გვილიამ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან დაკარგა, გიორგი მაკარიძესთან პირისპირ კვლავ ღაზარიანი დარჩა და დაგვინდო - ბურთი ძელს მოხვდა.

საქართველოს ნაკრებმა კარში პირველად მე-40 წუთზე დაარტყა. მაჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებას ელგუჯა ლობჯანიძე თავით აგვირგვინებდა, მაგრამ სტუმართა მეკარე დავიდ იურჩენკო ბრწყინვალედ გაისარჯა, ურთულესი ბურთი მოიგერია. დამატებაზე ზურიკო დავითაშვილი იქვე იყო და ბურთიც კარში უნდა გადაეგზავნა, მაგრამ იურჩენკომ მასაც დაასწრო და პირველი ტაიმიც დასრულდა- 0:1.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. უმეტესად თამაშის გამწვავებას მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე ცდილობდა, თუმცა მომენტების შექმნას ისევ ვერ ვახერხებდით.

64-ე წუთზე ვაკო გვილიამ ლობჯანიძეს ბურთი საჯარიმოში შეაყოლა, რომელიც მეტოქემ წააქცია და იტალიელმა არბიტრმა მარკო გუიდამ პენალტი დაინიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად ვაკო ყაზაიშვილმა აქცია, რომელიც მოედანზე მანამდე დავითაშვილის ნაცვლად გამოჩნდა.

71-ე წუთზე წინ გასვლა შეგვეძლო, ყაზაიშვილმა ჰქონდა შანსი, მცირედით ააცილა, ხოლო კიდევ ერთ წუთში ნიკა კაჭარავას ახლო მანძილიდან მცველმა დაბლოკა. ეს მონაკვეთი ვლადიმირ ვაისის გუნდმა ნამდვილად კარგად ჩაატარა.

ეს იყო და ეს, შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეტევაში ხეირიანად ვეღარ ითამაშა და მეტიც, წააგო კიდეც. 86-ე წუთზე სომხეთის ნაკრების სწრაფი შეტევა სარგის ადამიანმა გოლით დაასრულა და საქართველოს ნაკრებმაც B დივიზიონში გადასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგა. ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია 9 ქულით ლიდერობს, სომხეთს 8 ქულა აქვს და ბოლო ტურში ისინი გაარკვევენ პირველი ადგილის ბედს. და ჩვენ? ჩვენ 6 ქულა გვაქვს და მესამე ადგილით მოგვიწევს დაკმაყოფილება...

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს, თბილისში, ესტონეთის ნაკრებთან გამართავს. ეს იქნება 2020 წლის და ამასთან, ვლადიმირ ვაისის უკანასკნელი შეხვედრა საქართველოს ნაკრებში.

საქართველო - სომხეთი 1:2 (0:1)

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე; ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი; კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80); ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), გვილია (მიქელთაძე 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56); ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

სომხეთი (4-4-2): იურჩენკო; ჰამბარცუმიანი, ჰაროიანი, ცალისირი, ჰოვჰანისიანი (ს. გრიგორიანი 69); ბარსეგიანი, უდო (მურადიანი 77), გრიგორიანი ღაზარიანი (ბიჩახჩიანი 77); ადამიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77)

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გოლები: 0:1 ღაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

გაფრთხილება: აბურჯანია (76) - გრიგორიანი (35)

მსაჯი: მარკო გუიდა (იტალია)


კომენტარები (73)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:41 | 16.11.2020
vaxo_5 (549)

ოქრიაშვილზე რა იცით ?

16:10 | 16.11.2020
O. Mertskhali (8101)

რამე არ მიქაროთ - 'შემთხვევით', საამაყო არ მოგვცეთ და არც დაგრჩეთ არაფერი DDDD

09:47 | 16.11.2020
lagashi (6738)

ისე ლელოზე იყო გამახვილებული ყურადღება, რატუმ უცურდებოდათ ფეხი ასე ხშირადო, და მართლაც მაკედონიასთანაც და წუხელაც საშინლად უცურდებოდათ....... რაღაც ქართული საქმისადმი ზერელე მიდგომის ბრალი ხომ არ არის მინდვრის უდროო დროს მორწყვა? ასეთ ელემენტარულ უპასუხისმგებლობას ავტორი ხომ ჰყავს?

04:01 | 16.11.2020
lagashi (6738)

Ori poziciidan-flangis mcvelebidan mxolod erti, kakabaze gvyavs metnaklebad sanakrebo da isic zalian zalian cud formashia, tan ukve araerti welia rac ver dastabilurda. Forvardi an golis gamtani naxevarmcveli ar gvyavs... kidev sakvirvelad viyavit evropaze moxvedris imedit

03:44 | 16.11.2020
araza-1918 (6330)

გაყალბებული ქვეყანა და გაყალბებული ფეხბურYი სამწუხაროდ ამ დამცირებასაც გადავყლაპავთ, დამარცხებულის მენტალიტეტი გვაქვს.უწიგნურების, გაყიდულების, შპანების ხელშია დღეს ქართული ფეხბურთი და მთლიანად საქართველო ეჰ რას დაგვამსგავსა შუშის სასახლეში მყოფმა არქიფო სეთურმა

02:24 | 16.11.2020
ირაკლიტო (328)

საიტი უბერავს

01:37 | 16.11.2020
ბათუმი (2)

რაღაცა დალპა დანიის სამეფოში

01:03 | 16.11.2020
NIKA..01 (826)

ჩემი აზრით ამ ეტაპზე ვერცერთი მწვრთნელის ხელში ვერ მიაღწევს ნაკრები სერიოზულ წარმატებას.სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია არ გვყავს კარგ ფეხბურთელთა ის კრიტიკული რაოდენობა,რაც საჭიროა იმისთვის,რომ სტაბილურად წარმატებით ვითამაშოთ.ძირეული ცვლილებებია საჭირო.დასაწყებია ბავშვთა ფეხბურთიდან და პირველ რიგში მენტალიტეტის ჩამოყალიბებით.ბავშვთა ფეხბურთში უნდა მოვიწვიოთ მწვრთნელები,რომლებიც აღზრდიან ახალ თაობას,როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად.რომ მეტი პასუხისმგებლობა ქონდეთ ბავშვობიდან,მეტი პროფესიონალიზმი,მეტი დისციპლინა,მეტი შრომისმოყვარეობა და მეტი სწრაფვა განვითარებისკენ.ძალიანკი გვეწყინ,მაგრამ დიდწილად მართალი იყო ბოსკსმპი,როდესაც თქვა დებილი მენტალიტეტი აქვთ ქართველ სპორტსმენებსო.

01:22 | 16.11.2020
sul2 (1775)

არ გეთანხმები, შესაძლოა მართალი ხარ, მაგრამ მწვრთნელი გვჭირდება კარგი მწვრთნელი, შინაური, იაფი, მშრომელი, პასუხისმგებლობის გრძნობით, საქრთველოში რომ იცხოვრებს დილით ათი საათიდან რო მუშაობას შეუდგება და კვირაში 5 დღე იმუშავებს და ორი დღე დაისვენებს ოჯახთან ერთად, დანარჩენ დროს მატჩებზე ივლის და მუდმივ კომუნიკაციაში იქნება ჩვენთან და მაქსიმალურად გაითვალისწინებს ჩვენს რჩევებს აგვიხსნის გადაწყვეტილებებს და ასე შემდეგ. თანამედროვე მწვრთნელი გვჭირდება

03:48 | 16.11.2020
lagashi (6738)

Chvenma nakrebma sakmarisze meti mwvrtneli gamoicvala imis dasadgenad rom warumateblobis mizezi mtavar mwvrtnelshi ar aris.

01:32 | 16.11.2020
NIKA..01 (826)

მწვრთნელი როგორ არ გვჭირდება,მაგრამ ის დავწერე,რომ ჩემი აზრით ამ ეტაპზე სტაბილურად წარმატებული ვერცერთი მწვრთნელის ხელში ვერ იქნება ნაკრები.ყველა მწვრთნელს ჭირდება კონტიგენტი,რომელიც წარმატებული გუნდის ჩსმოყალიბებისთვის საჭირო მინიმალურ დონეს დააკმაყოფილებს

00:59 | 16.11.2020
dubligi (1492)

საქართველოს სათამაშო სპორტში იყო და არის სამი მართლა მწვრთნელი, ოღონდ ფეხბურთი არაა არცერთი...
მელიტონა, კოკოშკოვი და ყველაზე მაგარი ილია ზუროსი, რომელსაც მართლა საუკეთესო კალათბურთელები არ ჰყავს ევროპაში ხომ, და ვერადროს ვერავინ ვერ გადაგვიარა, ვერასდროს !!!

00:39 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

მოკლედ კიდე ვიტყვი, რომ ცხადაძე რომ ყოფილიყო მწვრთნელი, ევროპაზე გავიდოდით და ამ ჯგუფს მოვიგებდით. ეს ჩემი ინტუიციაა და არ მგონია მეშელებოდეს

00:46 | 16.11.2020
sul2 (1775)

ცხადაძე არაკომპეტენტური ტიპია, მოკლე მეხსიერება გვაქვს ქართველებს, სამწუხაროდ. ცხადაძის მსგავსი გადაწყვეტილება არც მახსოვს საქართველოს ისტორიაში, როდესაც თავიოს ბიჭს იძახებდა ნაკრებში აბსოლიტურად დაუმსახურებლად.

00:49 | 16.11.2020
alfadhirhaiti (7530)

დაასრულა კარიერა.

00:48 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

ვაისის გამოძახებების ფონზე მისი შვილო მართლა არ გამხსენებია

00:44 | 16.11.2020
alfadhirhaiti (7530)

ტვინი მომე**ნა ისეთებისგან, ვინც ათასში ერთხელ უყურებენ ფეხბურთს და ვაისის კაი მწვრთნელობაზე მესაუბრებიან. ეს შემადგენლობა ნამდვილად იყო გამსვლელი ევროპის ჩემპიონატზე სწორი ტაქტიკური მონახაზებისა და ლოგიკური შემადგენლობის შემთხვევაში.

00:50 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

ვაისის კაი მწვრთნელობა უნრალოდ აბსურდია.სხვათაშორის მაგან ერთა ლიგის შესარჩევშიც კინაღამ წააგო თამაშები. მაგალითად გასვლაზე ყაზახეთთა. რომარა ჩაკვეტაძე, გამოგვანუნძულებბდნენ იქედანაც

01:18 | 16.11.2020
sul2 (1775)

ვაისის კაი მწვრთნელობა მართლა აბსურდია ჩემო ძმაო, მაგას მართლა ჯობია ქეცბაია და ცხადაძე, თუმცა ეს ორი რახან ვაისს სჯობნიან, ვაი მაგათ და მაგათ ნაკრებში კიდე მომთრევს.

00:31 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

არ მესმის და თავენ თუ იცით თქვით:
აი რატომ ათამაშაეს ორი თამაში გვილია?
გვილია არ არის ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ ეხლა ფორმაში არაა და ეს ორი თამაში არათუ ჩააგდო, პასი ვერ გააკეთა და ბურთი ვერ აართმა მოწინააღმდეგეს

00:44 | 16.11.2020
ირაკლიტო (328)

რავი ძმაო მე ეგ ფეხბურთელი არ მეგონა

01:10 | 16.11.2020
sul2 (1775)

გვილია არ არის ფეხბურთელი

00:35 | 16.11.2020
alfadhirhaiti (7530)

ეგეც და დაცვა იკითხე, შეფმზარეული გრიგალავა, რომელიც არსენალის ძირითადშიც ვერ ხვდება და ჯიღაური-ნავალოვსკის დუეტი. ამ ორმა ფლანგმა იქონია უდიდესი გავლენა გაშვებულ გოლებში, წინ მირბოდნენ, ვერფაერს შვრებოდნენ, მერე ვეღარც უკან ჩამოდიოდნენ დროულად. არც ლობჯანიძე არ არის ნაკრების დონის ფეხბურთელი. ზიბზივაძეს გადაემტერა და აგერ, შედეგიც.

03:50 | 16.11.2020
lagashi (6738)

Navalovski martla ver aris ukve sanakrebo donis...

00:38 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

+

00:33 | 16.11.2020
lagashi (6738)

Aseti gvilia arc unda gamoizaxo...

00:34 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

ხოდა ამან ორივე თამაში ათამაშა. თან რა პოზიციაზე

00:19 | 16.11.2020
sul2 (1775)

კონკრეტულად მინდა დავაფიქსირო, მე შეფასებებში და ვარაუდებში სამწუხაროდ არ ვცდები, და ჩემი ყველა წინა კომენტარი სახეზეა. თუ გინდათ ქეცბაიას დრომდე ამოვწიოთ ისტორია.

ქეცბაიას დანიშვნიდან დღემდე არცერთ მწვრთნელს არ ჰქონია იმის ინტელექტი და ფართო ხედვა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის შეერჩია შესაბამისი ტაქტიკა და ამ ტაქტიკით ეთამაშებინა, ელემენტარულად ვერ გრძნობენ ვინ და რადროს უნდა გამოიძახონ და საუკეთესო ფორმის დროს გამოიყენონ კონკრეტული ფეხბურთელები. ამაზე დაყრდნობით ვამბობ, რომ არ არის გამორიცხული, რომ ნაკრებში არის პოტენციალი, რადგან ჯერ არ გვინახია ნაკრების რეალური ძალა, ნამდვილად.

00:29 | 16.11.2020
alfadhirhaiti (7530)

მწვრთნელი უნდა ნაკრებს და არა ავტობუსა ქეცბაია და ფარჩაკი, სანტექნიკოსი ვაისი.

00:23 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

ჩემი აზრით იყო ასეთი მწვრთნელი. ივო შუშაკი

00:47 | 16.11.2020
sul2 (1775)

შუშაკი დროებით არ იყო? არც მახსოვს წესიერად რო არ მოგატყუო

00:31 | 16.11.2020
lagashi (6738)

Shushaki? 2 matchit sazgvrav mis sanakrebo mwvrtnelobis tvisebebs?

00:33 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

კი. რადგან მხოლოდ ამ ორ თამაშში ვნახე გუნდი, რომელსაც გარკვული სქემა ქონდა თამაშის, იცავდა მას და ყველა ფეხბურთელი იყო ფორმაში

00:34 | 16.11.2020
lagashi (6738)

2 marchi zaan cotaa daskvnis gamosatanad. Mitumetes erti waago

00:35 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

მახსოვს ის წაგება ირლანდიასთან და მაგ თამაშზე ნამდვილად ვიტყვი რომ კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ. ეცლიათ მერე მეტი და ვნახავდით

03:51 | 16.11.2020
lagashi (6738)

Irlandiastan titkmis yoveltvis gamogvdioda tamashi, egaa rom yoveltvis vagebdit mainc, ase rom axali araferi yofila shushakiseuli marcxic

00:41 | 16.11.2020
alfadhirhaiti (7530)

არა, მანდ ისევ დაცვაში ჩადგომამ წააგებინა, 6-7 მცველი ჰყავდა დაყენებული გატანილი გოლის შემდეგ. არადა, გამწვავების შემთხვევაში მოიგებდა მატჩს, ისეთი თამაში მიდიოდა.

00:18 | 16.11.2020
NIKA..01 (826)

ბიჭო,სპორტულ საიტზე ამ დედანაქაჩი პოლიტიკით,რომ არ გადაძოვოთ ტვინი არ შეიძლება?იქ ოცნებისაც და ნაცების კიდე უარესად..რა გაატ...კეთ მართლა?ეს დედა...ნული თუ პოლიტიკური თემები გინდათ,ათობით საიტია პოლიტიკურ თემებზე,რომ წერენ და იქ აკომენტარეთ.სპორტული საიტია აქ და ყ..ზე გვკიდია აქ პოლიტიკა.ან სპორტზე წერეთ,ან მოგვასვენეთ აქ ხალხი და სადაც პოლიტიკური თემებია იქ აკომენტარეთ კაცო.ყელში ამოვიდა ეს დემაგოგია რა.შემაზიზღეს საიტზე შემოსვლა.წაგებით ისედაც ნერვებზე აშლილი შემოხვალ,რომ რაღაც აზრები გაუზიარო და გაიზიარო,ისაუბრო სპორტზე,სპორტულ წარმატებასა,თუ წარუმატებლობაზე და ამ დროს გხვდება ერთი და იგივე ადამიანების დაშტამპული ტექსტები.თან ყველა სტატიის კომენტარების ველში დაკოპირებული.აქ ხალხი შემოვდივართ სპორტის თემების განხილვისთვის და ნუ ბილწავთ საიტს პოლიტიკური დემაგოგიით.მართლა ყელში ამოვიდა ნაცი,ქოცის ძახილი.ისევ ვიმეორებ ქოცისაც მაგრად და ნაცის ასმაგად მაგრად.მაგარი მკიდია სპორტულ საიტზე ერთიც და მეორეც.დაასვენეთ ხალხი და მოეშვით პოლიტიკურ დემაგოგიას.სპორტული საიტია და წერეთ სპორტზე

00:21 | 16.11.2020
sul2 (1775)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:48 | 16.11.2020
sul2 (1775)

ნაცებს და ქოცებს შევეხე ცოტა ისე შინაურულად და ზოგადად პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ ისეთი კომბინაცია არაფერი გამომიყენებია და რატო დამბლოკა ვერ გავიგე

00:54 | 16.11.2020
NIKA..01 (826)

ვისაც უნდა მიემხროს,ან ერთს,ან მეორეს.უბრალოდ ხო შეიძლება სადაც პოლიტიკაა იქ განიხილონ.სპორტულ საიტზე ნაცი ქოცის და პოლიტიკის განხილვა ძალიან არ მსისმოვნებს.ვიკამათოთ,ვისაუბროთ სპორტზე.ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ.არ მესმის რატო უჩნდებათ სპორტულ საიტზე პოლიტიკური თემების შემოგდების სურვილი.

00:58 | 16.11.2020
sul2 (1775)

ჩემთვის ყველა ქოფაკის მხარდამჭერი ან თავადაც ქოფაკია ან დებილი. მათი ადგილი კი ჩემს ქვეყანაში არ არის. ასე რომ შენგან განსხვავებით საერთოდ ადამიანებად არ ვთვლი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებს.

00:45 | 16.11.2020
NIKA..01 (826)

რა დაწერე???

00:20 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

შენ თუ პოლიტიკას და სპორტს ვერ აკავშირებ ერთმანეთთან, მაშინ გეტყვი რომ ფეხბურთის ფედერაცია 250 მილიონით ფინანსდება წლიურად. პოლიტიკოსების, ანუ ბიჯეტის გამანაწილებელი პარლამენტის მიერ

00:44 | 16.11.2020
NIKA..01 (826)

ჰოდა მაგ კუთხით,ტოცა წერს ვინმე ეგ სპორტსაც ეხება და წეროს,მაგრამ როცა სრულიად სხვაგან გადადის რაც არანაირად არაა კავშირში მაგ შემთხვევაში?სპორტული ფედერაციების დაფინანსების თემა სპორტს ეხება.არჩევნებზე ვინ ვის რა მისცა ეგ არანაირ კავშირში არაა სპორტთან.

00:03 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

არადამოუკიდებელშიც

00:07 | 16.11.2020
sul2 (1775)

ქეცბაია ხარ?

00:17 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

რა შუაშია?

00:56 | 16.11.2020
baxt (1836)

დემეტრაძე ხარ?

01:03 | 16.11.2020
sul2 (1775)

კარგი იყო

01:08 | 16.11.2020
sul2 (1775)

უბრალო პასუხი მაქვს მაგაზე ჩემო ძმაო, მე არავისტი არავარ, არც კლიშეების გავლენის ქვეშ არ ვარ, არც სნობი ვარ და არც მაიმუნი, ეს განმასხვავებს მასისგან, მე ვლაპარაკობ ფაქტებით და რეალისტობა საერთოდ არ მიშლის ხელს, რომ ვიყო იდეალისტი. ეგ ორი რამ საერთოდ არაა ერთმანეთის საწინააღმდეგო, პირიქით თითქმის კვეთაშია ერთმანეთთან, ასე, რომ ფაქტებზე მეტი კონცეტრაცია და ყველაფერი ნათელი გახდება.

00:26 | 16.11.2020
sul2 (1775)

ქეცბაიას სტილის და უფრო კარგი ფეხბურთელი იყო მაგალითად გიორგი დემეტრაძე, რომელიც სხვათაშორის ერთადერთი ქართველია, რომელიც ორი უცხო ქვეყნის ბომბარდირი გახდა, მაგის გარდა მხოლოდ შოთაა, რომელიც გახდა სხვა ქვეყნის ბომბარდირი მაგრამ მხოლოდ ერთხელ

00:29 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

დემეტრაძის მაღალ დონეზე ჩატარებული თამაში ნაკრები იშვიათად მახსოვს და ქეცბაია ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაშობდა. მე ნაკრებით ვზომავ ამ შემთზვევაში. მიღწევებით და ტიტულებით მასე კალაძესთან ვერავინ მივა

00:44 | 16.11.2020
sul2 (1775)

გაგეცი მაგაზე პასუხი, დემეტრაძეს უმეტესად საქართველოს ნაკრებში შეცვლებზე ათამაშებდნენ, ჩემთვის პირადად გაუგებარი მიზეზების გამო. სხვათაშორის დემეტრაძე გადაიყვანა მაშინდელი ესპანეთის მეორე გუნდმა რეალ სოსიედადმა (თუმცა არ აეწყო იქ კარიერა), მიუხედავად ამისა ტოპ ჩემპიონატის ასეთ წამყვან გუნდში ქართველ შემტევს არასოდეს უთამაშია

00:50 | 16.11.2020
sul2 (1775)

თუმცა დემე იგივენაირად თამაშობდა ნაკრებში როგორც ქეცბაია, ჟილკით და გიჟივით, მეტი აბა ქეცბაიას არაფერი არ ქონდა, მაგის ხარჯზე იყო რაც იყო, სარგებლიანობა - ნული.

00:28 | 16.11.2020
sul2 (1775)

და ამასთანავე დემეტრაეს საქართველოს ნაკრებში მწვრთნელები ძალიან ხშირად ამჯობინებდნენ ალექსანდრე იაშვილს და სხვებს, რომლებსაც მეორე ბუნდესლიგაშიც კი არ ქონდათ მსგავსი შედეგი

00:26 | 16.11.2020
sul2 (1775)

ამასთანავე დემეტრაძე არ იყო ცენტრფორვარდი

00:02 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

ქეცბაია იყო საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

00:07 | 16.11.2020
XoMe (1384)

ქინქლაძის მერეა ყველა, მათშორის კალაძეც : )

00:17 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

ქინქლაძე რა შუაშია? ეგ სულ სხვა პოზიციაზე თამაშობდა

00:18 | 16.11.2020
XoMe (1384)

“ქეცბაია იყო საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში„ წეღან დაწერე შენ ეს და პოზიცია რა შუაშია? : ))) სულ რო კარში იდგეს ქინქლაძე მაინც ყველას ჯობია მისი მარცხენა ფეხით : )

00:22 | 16.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

ქინქლაძეს მე როგორც ფეხბურთელს დიდად არ ვაფასებ, რადგან მას შეეძლო მესის დონეზე თამაში და საკუთარი რესურსის ნახევარიც ვერ გამოიყენა

00:27 | 16.11.2020
XoMe (1384)

შენ რო არ აფასებ ეს იმას არ ნიშნავს რომ ქინქლაძე ქეცბაიაზე უკეთესი არ იყო : ))) ჩემი აზრი არაა მარტო ეს, უმეტესობა ქართველის და არამარტო ქართველის აზრია, ქინქლაძე იყო სხვა პლანეტაზე იმ „პაკალენიაში“ : ) ეგ კიარა ქეცბაიასაც აქ ნათქვამი ქინქლაძეზე, მისი ნიჭი რო მქონოდა მესიზე უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებდიო : )

23:55 | 15.11.2020
sul2 (1775)

ქეცბაია რო საერთოდ ორ კაცს მაინც მოწონს რაიმენაირად ერში, წასულია იმ ერის საქმე. წერა კითხვა რომ ვიცით ეგეც მიკვირს

23:57 | 15.11.2020
alfadhirhaiti (7530)

მაგის მწვრთნელობაზე არაა საუბარი!

00:06 | 16.11.2020
sul2 (1775)

ქეცბაია 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, გასამრჯელო ოფიცილურ წყაროებზე დაყრდნობით თუ არ ვცდები 2 მილიონ ლარს შეადგენდა (მაშინდელი კურსით 1 მილიონ დოლარზე მეტს, თითქმის ერთ მილიონ ევროს), მაგის მიუხედავად ეს კაცი ვერ დავითანხმეთ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლაზე, რადგან თურმე მისი ოჯახი კვიპროსში იყო დაფუძნებული და ცოლს და გოგონას სამოდელო ბიზნესი აქვთ და პიჯაკებს კერავენ და ასე შემდეგ. ამ ხუთი წლის განმავლობაში თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქეცბაია მატჩის შემდეგ საქართველოში დარჩენილიყო და წაგების მიზეზები გაერჩია ან ჟურნალისტებთან ან გულშემატკივართან ან ფანკლუბთან ან ელექტრომეკანიკოსებთან.

00:16 | 16.11.2020
alfadhirhaiti (7530)

ეგ მაინცდამაინც არ გაემტყუნებოდა, უნდა კვიპროსში ეცხოვრა და უნდა აქ, მთავარია შედეგი დაედო. მითუმეტეს თუ საქმეები ჰქონდა ოჯახში. *** ვაისისგან განსხვავებით, ანალიტიკურ გადაცემებში მაინც დადიოდა, სადაც უფრო სიღმრმისეულად მიდიოდა საუბარში და გაცილებით ტოტალურ დაბრკოლებებს ხაზავდა. ხო იყო ასეთი შემართული და დაე, თვითონ განსაჯოს ყველაფერი, მიეცეს მაგის საშუალება მასეთ მონდომებულს და დავინახავდით რისი გაკეთება შეუძლია.

P.S ვინ ჟურნალისტებთან უნდა დაჯდეს, დაუშვილებს და ჯიღაურებს რო ატივტივებენ და ნაკრებში გამოძახებისკენ მოუწოდეებენ მწვრთნელს? საბოლოოდ არც ქეცბაიამ ივარგა მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ მესვეურად შეიძლება მისი ხილვა, ჩემი აზრით!

00:09 | 16.11.2020
sul2 (1775)

ამას გარდა არ გაუკეთებია არცერთი შემოვლითი და გაცნობითი ტური საქართველოს ჩემპიონატში ამ 5 წლის განმავლობაში, უცხოეთში იცოცხლე არ ტოვებდა არცერთ ქვეყანას, ჩვენი ბიუჯეტით.

00:17 | 16.11.2020
alfadhirhaiti (7530)

ვაისი იყო ასეთი? აგვიტალახა მინდორ-ველი? : )

00:11 | 16.11.2020
sul2 (1775)

ამის პარალელურად უნამიუსოდ გამოდიოდა და ბლუკუნობდა რაღაცეებს, ენაას ატრიალებდა თან შიგნით გეგონებოდა საუბრის პარალელურად კუნილინგუსს აკეთებსო

00:01 | 16.11.2020
sul2 (1775)

რა სიმართლის მთქმელობაზე ლაპარაკი? ქეცბაია არის ნამუს გარეცხილი კაცი და ჩამოგიყალიბებ ამწუთში თუ დამელოდები

23:57 | 15.11.2020
ირაკლიტო (328)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=r8uGZ9nAbIc')>0?'https://www.youtube.com/watch?v=r8uGZ9nAbIc':'https://www.youtube.com/watch?v=r8uGZ9nAbIc')) ამ გადაცემას უყურე თავიდან ბოლომდე და მერე მომწერე პასუხი. მანდ სომხებზეც ეუბნებოდნენ ქეცბას

23:59 | 15.11.2020
sul2 (1775)

სანამ მე ქეცბაიას საუბარს არ ვუყურო 40 წუთი მანამდე იყავით კარგად სუყველა, მე მაქვს იმდენი ერუდიცია, რომ მაგდენი ხანი არ მჭირდება ადამიანის ინტელექტის შესაფასებლად

00:02 | 16.11.2020
XoMe (1384)

სასიძოდ გინდა შენ ქეცბაია? რა საუბარზე და ინტელექტზე ლაპარაკობ ხოარ ღადაობ : ))) ანართოსისის მწვრთნელი როა რაიყო ვერაა კარგად და ეშლება რამეში ხელი თუ რაფერაა ჩვენი საქმე? : ))) ვაისის ინტელექტმა და გამართულად საუბარმა ხო აგვაშენა წაღმა!

00:37 | 16.11.2020
alfadhirhaiti (7530)

სად ნახე ვაისის ინტელექტუალობა?

00:08 | 16.11.2020
sul2 (1775)

შვილო შენი ხნის სტაჟი მაქვს ფეხბურთის ყურების და არ გახსოვს შენ ქეცბაია ვინ და რა იყო და მომისმინე მაინც

00:12 | 16.11.2020
XoMe (1384)

კააი ჩემო ძმაოო : )))

00:05 | 16.11.2020
maradona73@bianko-nero (645)

23:55 | 15.11.2020
ირაკლიტო (328)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=furZmgykKKg')>0?'https://www.youtube.com/watch?v=furZmgykKKg':'https://www.youtube.com/watch?v=furZmgykKKg')) ქნა რა გინდა.

23:55 | 15.11.2020
alfadhirhaiti (7530)

ახლა მართლა ოოო, რა გაა**აკეს საქმე!

ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ბეჭებზე გადაირტყეს მეთევზეებმა და მასწავლებლებმა (აქაც რა საოცარი შემადგენლობაა შეყრილი), დანარჩენი გუნდები უკან მიყვნენ

საქართველო ფინალში მარცხდება ჩრდილო მაკედონიელებთან და ნანატრი ოცნება იფუშება

არც ამაზე ჩერდება და ვეღარც ზემო ლიგაში გადადის სომხებთან წაგებით

მეტი რა უნდა მოხდეს რო ფედერაცია გადადგეს, ამათ მართლა *** ხო არ უდევთ თავში!

23:51 | 15.11.2020
berodaviti (4285)

აღარც ნამუსი, აღარც ჯიგარი, აღარც თავმოყვარეობა - თფუი ვის მოაგებინეს ამის...
უბნის ნაკრებით მინიმუმ 3:0 თუ არ დაგვედო...მართლა დაანაბეთ თავი ფეხბურთს 90% !

23:50 | 15.11.2020
luka1977 (286)

ქართული ფეღბურთის დღევანდელი სახე უყურეთ; წარუმატებელი ფეხბურთი გადამხდელების ფულითstripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=1sD6F9sfIOs')>0?'.https://www.youtube.com/watch?v=1sD6F9sfIOs':'.https://www.youtube.com/watch?v=1sD6F9sfIOs'))

23:49 | 15.11.2020
ilia_juventus (2091)

ფედერაციამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და გადადგეს! ეს უკვე ნამეტანია.. ამხელა იმედები ჩაგვისახეს, ასე ვიზამთ, იქ გავალთ აქ გავალთო.. აბა? შედეგი არაა - წადი ! სხვა მოვა და იმან სცადოს. მორჩა.

23:45 | 15.11.2020
araza-1918 (6330)

ბიძგვინას ბანდა კობი კალა ყაველა მუმუ რეზი არველაძეს რაც გაუკეთეს, მაგის მერე ცხადაცეს რაც გაუკეთეს მერე მელიას აღმა-დაღმა გლდანში იარაღით დევნას რო ვერ მოეშვა ფეხბურტის ფედერაციის "პრეზიდენტი" საპარლამენტო არჩევნებსის გასაყალბებლად იმის მაგივრად რო მიქაუტაძე გოგია მარადაშვილისთვის ედევნა აჰა საქართველოს პასპორტი ჩამოდით აქ ითამაშეთო. აი მაგას აპროტესტებენ მე რომ პენსიონერი არ ვიყო და შემეძლოს მეც მანდ ვიქნებოდი

23:47 | 15.11.2020
ირაკლიტო (328)

+1

23:46 | 15.11.2020
ilia_juventus (2091)

+1

23:43 | 15.11.2020
alfadhirhaiti (7530)

ქეცბაია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააბრუნონ ნაკრების მწვრთნელად, მაგრამ ფედერაციის მესვეურის ადგილას დანიშნავდა კაცი.

მჯერა თუ შეატყობს, რო საქმე არ მისდის კარგად, დროულად გაეცლება იქაურობას.

თან დიდგულაა და ვნახავდით რისი გაკეთება შეუძლია.

23:46 | 15.11.2020
lagashi (6738)

Ra qecbaia, 2 sruli cikli da erti naxevari iyo nakrebshi, simartlis mtkmeli kacia magram misi wesiereba ra shegavati tu araferi gamouvida..

23:48 | 15.11.2020
alfadhirhaiti (7530)

მისი წესიერება მერე, რო დროულად გაეცლება და სხვას გადაულოცავს სავარძელს.

23:51 | 15.11.2020
lagashi (6738)

Tu iafad mova ki batono, magram rogorc mwvrtnels araferi winsvla ar hqonia imis mere da ...

23:56 | 15.11.2020
alfadhirhaiti (7530)

რა შუაშია ეგ, ნაკრების მწვრთნელად იმედია არავინ განიხილავს საერთოდ.

23:34 | 15.11.2020
ირაკლიტო (328)

აბა მეგობრებო, ახლა რაღას იტყვით? ახლაც გაამართლებთ თქვენს საყვარელ ფეხბურთელებს? რომ იძახოდით ოქრიკა და ხიზანა, ახლაც გაამყუნებთ ქეცბაიას? სოფლის ჩემპიონატი გვაქვს საქართველოში და აუცილებლად მეთევზეებთან და მწყემსებთან სამარცხვინოდ 1;6 დამარცხებული გუნდი უნდა გვყავდეს "საამაყო" ჩემპიონი, სადაც ჩემპიონატში ჯერ კიდევ შარშან თბილისის 5 გუნდი და+რუსთავი თამაშობდა. აღარ არიან გურია, ზესტაფონი, კოლხეთი, გაგრა, ზუგდიდი და ასე შემდეგ, ახლა "ტორპედოსაც" მოინელებთ და დაგრჩებათ ბურთი და მოედანი, შარშან დედაქალაქის ჩემპიონატი იყო, ახლა შედარებით გათანაბრდა, მხოლოდ 4 გუნდია. ჩაჰკალით რაიონებში ფეხბურთი, ჩაჰკალით საფეხბურთო სკოლები, ვეღარ ასაზრდოებენ როგორც ადრე თბილისის "დინამოს" რაიონები და ადრეულლ ეპოქაში საკმაოდ წარმატებული გუნდები, რომლებიც სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში, პირველ, მეორე და მესამე ლიგებში თამაშობდნენ დიდი წარმატებით. ეხლა "ფეხბურთელები"თამაშობენ ყაზახეთში, კვიპროსში, რუსეთის მაჩანჩალა გუნდებში, აზერბაიჯანში, სომხეთში და სხვა არასაფეხბურთო ქვეყნებში. გუშინ მეგობარს ვეუბნებოდი, მადლობა ვთქვათ, რომ ვერ დავდეთ შედეგი ამ, ყველა უსუსტეს გუნდებთან როგორც პირად დაპირისპირებაში, ( ბელარუსია, 1:0 პენალტით და მაკედონია 0:1), ასევე უსუსტეს ჯგუფში. გაგვიმართლა რომ ვერ გავედით ევროზე, რადგანაც ჩვენ გვეყოლებოდა გუნდი, რომელთანაც ყველას უნდა ეთამაშა გოლ-ოვერაჟისთვის, ყველა შეეცდებოდა რაც შეიძლებოდა მეტი გოლი გაეტანა, ასე რომ აქ გულდასაწყვეტი არაფერია. გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ გადავსულიყავით, ქუჩის გუნდებს აღარ ვეთამაშებოდით და რაღაცას ვისწავლიდიდით, არ არის ჩვენი საქმე ფეხბურთი და არც რაგბია ჩვენი თამაში, აი ჭიდაობაში და შემდეგ ქვების სროლაში, ცემა-ტყეპასა დამუშტი კრივში უბადლოები ვართ....ზაზა

23:42 | 15.11.2020
ირაკლიტო (328)

+1 ქეცბაიას ვენაცვალე. მასეთი პირდაპირი ჩესტნი კაცი საქართველოს წვრთნელი ჯერ არ ყოფილა. თემური რო გვყოლოდა ამ თამაშებში ამათ დაამათრახებდა კარგად მაგრამ ორივეს მოიგებდა. ავტობუსი რო ავტობუსია მაგით გავიდოდა.

23:33 | 15.11.2020
lagashi (6738)

Problemebi ki didwilad mentaluria, federaciashi sheyrilia samegobro klani, saqmisadmi aset midgomas maxinji mentaloba iwvevs

23:33 | 15.11.2020
Z.LO (802)

რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არებობს სულ ჩართული ვარ და ყველაზე კარგი გუნდი , ჩემი აზრით, ჩივაძის დროინდელი ნაკრები იყო. თვითონ ჩივაძე ძალიან მაღალი დონის მწვრთვნელია თუ არა, ვერ ვიტყვი, უბრალოდ მაშინ კარგი ფეხბურთელები გვყავდა. არველაძე, ქინქლაძე, შელია, ქეცბაია, ფეხბურთელები კარგ, ნორმალურ გუნდებში თამაშობდნენ. ნაკრები რომ თამაშობდა იმედი მქონდა მოგების და თან ვისთან ხოლმე -უელსი, გერმანია, მაშინდელი ბულგარეთი, ინგლისი, ახლა საშუალოზე დაბალ გუნდებთან ძალიან საეჭვოა მოგება (ან რა მოგება). ახლა ვინ გვყავს და სად თამაშობენ. ყაზახეთი, კვიპროსში, ქეცბაია რომ არ ყოფილიყო, არც კი გაიფიქრებდნენ ამათ აყვანას. რა მწვრთვნელი უშველის ამათ. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ვაისი წავა, სხვა მოვა და იგივე მდგომარეობა იქნება. ბურთის მიღება, პასი, დარტყმა არ იციან, ფიზიკურად სუსტები არიან, სისწრაფე არ აქვთ, რა ფინალური ეტაპი... მონდომებით, ძალიანაც რომ მოინდომონ, მეტი არ იციან, მეტის თავი არა აქვთ, ძალიან, ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები არიან. არ დამიწყოთ ისლანდია, კოსტა-რიკაო... ისინი ფიზიკურად მაინც არიან ძლიერები, ესენი კი სადაც არიან იქაც არ უნდა იყვნენ... ჭ დივიზიონია ამათთვის. აბა თქვით, რატომ ვერ გადის მალტა, კვიპროსი, ანდორა ფინალურ ეტაპებზე? იმიტომ რომ ფეხბურთელები არ უვარგა და ამათ რიცხვშია საქართველოც!

23:37 | 15.11.2020
alfadhirhaiti (7530)

პირიქით, მაშინ მარტო რამდენიმე ფეხბურთელი ვარგოდა და დანარჩენი მაგარი დისბალანსი იყო, ახლა უფრო დაბალანსებული ფეხბურთელები არიან და მწვრთნელია ყ**.

23:43 | 15.11.2020
Z.LO (802)

დაბალანსებული, მაგრამ ძალიან დაბალ დონეზე. ყველა უკლასოა

23:46 | 15.11.2020
alfadhirhaiti (7530)

ეგ დაბალკვალიფიკაციური მწვრთნელის ფონზე ჩანს, თორე ლოგიკური შემადგენლობებით, ტაქტიკოსი და საღი მწვრთნელის ხელში სხვა სიტუაცია იქნებოდა.

23:37 | 15.11.2020
lagashi (6738)

Is taoba iyo sabchouri fexburtis gagrzeleba, inerciit gagrzelebuli metnaklebad disciplinirebul pirobebshi agzrdili taoba.

23:35 | 15.11.2020
maradona73@bianko-nero (645)

++++++++++++++

23:34 | 15.11.2020
ირაკლიტო (328)

100%

23:34 | 15.11.2020
ირაკლიტო (328)

100%

23:32 | 15.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

ვაის შენ კიდე ცალკე საგინებელი ხარ. ეს ორი თამაში 10 კაცით ვითამაშეთ. ყველამ კარგად იცით ალბათ ვინ იყო მოედანზე ფორმალურად

23:32 | 15.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

მეზიზღება საქართველოს ნაკრები! ტფუი

23:31 | 15.11.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

რა ქვეყანაცაა ის ფედერაცია გვაქ!
რა ქვეყანა და ფედერაციაც გვაქ, ის გუნდი გვყავს!
შეხედეთ ფინელებს, ისლანდიელებს, ხორვატებს. ჩვენზე პატარა რესურსები აქვთ, მაგრამ მენეჯერები არიან

23:33 | 15.11.2020
ირაკლიტო (328)

+1

23:30 | 15.11.2020
mjgiri (8951)

რაღაც სამარცხვინო სლეობაა

23:28 | 15.11.2020
alfadhirhaiti (7530)

ტყ-ვნა და შიმშილი ქართული ფეხბურთის მესვეურებს.

23:29 | 15.11.2020
maradona73@bianko-nero (645)

!

23:24 | 15.11.2020
mjgiri (8951)

23:27 | 15.11.2020
maradona73@bianko-nero (645)

ცუ

23:24 | 15.11.2020
რაჭა (10043)

სადღაც სტადიონი გადაუხნაიათ კარტოფილს მაინც მოყვანენ...

23:26 | 15.11.2020
ირაკლიტო (328)

+1 აი მართალია. თორე იმ კარტოფილს რომელსაც ხალხს ურიგებენ იმის ფულს კიდე ბიუდჯეტიდან იხებენ

23:23 | 15.11.2020
dubligi (1492)

რეალურად ჩვენი ჯგუფიდან ვინც გავა, საქართველოც კი რომ ყოფილიყო, მერე აქედან გასულმა ნახევრფინალიც და ფინალიც რომ მოიგოს, თითონ მსოფლიოზე გასვლის შანსი არ ექნებოდა, იმიტომ რომ ბევრი ფრეებია და იმ ქულების დათვლისას ვერ მოხვდება გასული ორი გუნდის სიაში. თუმცა მაინც კარგი იქნებოდა რათქმაუნდა

23:22 | 15.11.2020
ირაკლიტო (328)

რავთქვა პირველად ვწერ აქ კომენტარს მინდა კარგად გაიგოს კობიაშვილმა ბარგი აიღე და დატოვე ფედერაცია თან წაიყვანე მუჯირი და მთელი შემადგენლობა მიეცით სხვას უკეთესი იყოს საქართველოში ფეხბურთი იქონიეთ ნამუსი იცოდეთ ამას არ იზამთ და არცერთი ჩვენგანი არ გაპატიებთ ჩვენი იგნორირებას.

23:31 | 15.11.2020
lagashi (6738)

Pirvelad wer komentars? Xa xa xa zalian bevrs gavaleben etyoba da sichqareshi shecdomas ushveb

23:19 | 15.11.2020
lagashi (6738)

Damijeret, problemebi aris kompleqsuri, ziridan modis, bavshvta fexburtidan...arc ki imsjelot vinme karg mwvrtnelze, araferi gamova, gava 20 weli da isev aseti situacia ikneba.

23:23 | 15.11.2020
alfadhirhaiti (7530)

საქმის ცოდნე პროფესიონალები ჭირდება ბავშვთა ფეხბურთს, ასევე გამბედავი და სიმართლის მთქმელი, რო მერე რამდენიმე სამოყვარულო დონის ფეხბურთელები აღარ შეეტენონ ნაკრებს, ისევ სუსტ წერტილებად.

23:23 | 15.11.2020
maradona73@bianko-nero (645)

+1

23:19 | 15.11.2020
ირაკლიტო (328)

lagashi ) სააკაშვილის ჩამოგდება უნდოდათ რუსებს აგერ როგორც პაშინიანის. იმიტომ დაიწყეს 2008 წელს საქართველოს მოსახლეობის ხოცვა. მესმის ოცნება ამაზე უბრალოდ თვალს დახუჭავდა და მოულოცავდა მაგრამ სააკაშვილმა ვერ მოითმინა და გასცა პასუხი. რო იძახიან კოდორი ჩააბარაო და სოფლებიო. მერე შე გახარებულო შევარნაძეს არ ქონდა მირატვორცებმზე ხელი მოწერილი? სააკაშვილმა სცადა გამოსწორება მაგრამ შევარნაძეს უკვე ეგ მიწები გაყიდული ქონდა. სააკაშვილის ჩამოგდება უნდოდა რუსებს ზუსტად ისე როგროც ახლა პაშინიანის. მაგრამ სააკაშვილმა კორუპცია მოსპო ქვეყანა ჭაობიდან ამოათრია ხალხს გაზი დენი შუქი ანახა. მაგრამ 2012 წელს არ გააყალპა არჩევნები და წავიდა. მაგას ეგონა ამით საქართველოს ევროპაში მიიხებენო მაგრამ ჩემი Y.

23:28 | 15.11.2020
lagashi (6738)

Saakashvili xelisuflebashi rusebis gapravebit movida (kargad gaixsene revoluciis dges magalchinosani rusi igor ivanovi mishas gverdit idga tbilisshi), amerikelebi arwmunebdnen mishas, tu cecxls gaxsni chveni imedi ar gkondeso, omis dasasruls mtelma nacelitam evroparlamentshi agvistos omis daskvnaze (omi qartulma mxarem daiwyoo) xeli moaweres (es im dros dagvimales ) rac sheexeba kodors: diaxac-langrit miartva rusebs, svanebi dafanta da bolos tyviis gausrolelad gamoiyvana jari

Rac sheexeba korifciao da kriminali-ki batono, bevri kargi saqmec gaaketa.

23:18 | 15.11.2020
mjgiri (8951)

ჩაკვეტაძის გარეშე ჩვენ ყაზახეთს ვერ გადავასწრებდით.ჩაკვემ და ხვიჩამ მოათრიეს ესენი აქამდე

23:17 | 15.11.2020
Oto. (4710)

ეჰ.რა დღეში ვართ ბიჭოს.სირცხვილია.ასეთი ფეხბურთის შემყურე ადვილად გადასატანია ევროპაზე ვერ გასვლა.სადაც ვიმსახურებთ ყოფნას ზუსტად იქ ვართ

23:22 | 15.11.2020
maradona73@bianko-nero (645)

+1

23:17 | 15.11.2020
alfadhirhaiti (7530)

ვინმემ ახსენით რა, აქტიური და სწრაფი ლობჟანიძე რატო შეცვალა ან ყაზაიშვილი რატო გამოიყვანა ბევრად სწრაფი დავითაშვილის მაგივრად.

ან ამ დაცვის დაყენება რომელ კრიტიკას პასუხობს.

23:22 | 15.11.2020
Oto. (4710)

რთული კითხვა დასვი.მეც ეგ კითხვა გამიჩნდა.ან ყოფილიყო ზურიკო და ვაკოც შემოეყვანა.სამივეს იქნებ რამე შეექმნა.მაინც ვერ გარისკა ვაბანკზე წასვლა.ცოტა ადრე დაიწყო ცვლილებები მაგრამ პირიქით დაასუსტა გუნდი :-D

23:17 | 15.11.2020
mjgiri (8951)

იმიტომ რომ გამოსლევებულია

მეტის ნახვა
0.204294