ფეხბურთი

20:29 | 15.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: ჩრდილოეთ მაკედონიამ ესტონეთს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიამ ესტონეთს უმასპინძლა და 2:1 მოიგო. იგორ ანგელოვსკის გუნდი B დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების პირდაპირი კონკურენტია.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მასპინძლებმა ტაიმი ტრიჩკოვსკის გოლით მოიგეს, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე საპინენის გოლი მოჰყვა და ესტონელებმა გაათანაბრეს. მიუხედავად ამისა, მაკედონიამ მაინც მოიგო, რადგან სტოიანოვსკიმ 68-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამრიგად, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა 5 ტურში 9 ქულა დააგროვა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს დღეს სომხეთთან აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. თუ მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობით მოიგებს, ჯგუფს უკეთესი ბურთების ბალანსით სათავეში საქართველო ჩაუდგება, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე გასვლის შანსი გაეზრდება და საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული.

ჩრდ. მაკედონია - ესტონეთი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ტრიჩკოვსკი (29), 1:1 საპინენი (52), 2:1 სტოიანოვსკი (68)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114315