საქართველოს ნაკრებისა და ესტონეთის მატჩზე ბოსნიელი მსაჯები იმუშავებენ. უეფას ვებგვერდის ცნობით, მთავარი არბიტრი ირფან პელიტოა, მისი ასისტენტები დავორ ბელიო და სენად იბრისემბეგოვიჩი, ხოლო მეოთხე მსაჯი ადმირ შეჰოვიჩი იქნება.
პელიტოს გზა ქართულ ფეხბურთთან ერთხელ გადაიკვეთა. მან 2018 წლის ივლისში, ევროპა ლიგაზე სლოვაკური „დუნაისკა სტრედასა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი იმსაჯა (1:1).
აქვე გეტყვით, რომ ბოსნიელმა ერთა ლიგის C დივიზიონში ჩვენი ჯგუფის მატჩი პირველ ტურში განსაჯა, როცა ჩრდილოეთ მაკედონია - სომხეთზე (2:1) იმუშავა და ამ შეხვედრაში 3 პენალტი დანიშნა. სამივე გოლიც თერთმეტმეტრიანებით გავიდა.
შეგახსენებთ, საქართელო - ესტონეთის მატჩი 18 ნოემბერს თბილისში გაიმართება და ეს იქნება ნაკრებისთვის ბოლო მატჩი როგორც ერთა ლიგის ამ სეზონში, ისე 2020 წელს.