ფეხბურთი

14:33 | 15.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვინ გააძევეს"? - ლუის ენრიკემ არ იცოდა, რომ შვეიცარიის ფეხბურთელი გააძევეს (+VIDEO)

ერთა ლიგის A დივიზიონში ესპანეთის ნაკრები შვეიცარიას ესტუმრა და ვერ მოიგო. უფრო მეტიც, ხერარდო მორენოს გვიანი გოლი რომ არა, დამარცხდებოდა.

ამ შეხვედრაში სერხიო რამოსმა ორი პენლატი ვერ გაიტანა და მატჩის ანტიგმირი გახდა. მათ შორის, მეორე პენალტის დროს, 79-ე წუთზე შვეიცარიელებს მცველი ნიკო ელვედი გაუძევეს.

როგორც გაირკვა „ფურია როხას“ მთავარმ მწვრთნელ ლუის ენრიკემ ამის შესახებ არ იცოდა. მატჩის შემდეგ ენრიკეს ჟურნალისტმა ჰკითხა თუ როგორ გადააწყო მისი გუნდის თამაში მას მერე, რაც მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს.

ესპანელმა პრესსამსახურის წარმომადგენელს გახედა და ჰკითხა: „ვინ გააძევეს? არ ვიცი“... კურიოზულმა ვიდეო რა თქმა უნდა, ინტერნეტსივრცე პოპულაობით დაიპყრო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121483