1921 – დაიბადა ნოდარ ჯორჯიკია. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი. გამოდიოდა თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდსა და “დინამოში”, საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ამპლუით მცველი (192 სმ). ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. ევროპის 1947 წლის ჩემპიონი. ბერლინის სტუდენტთა მეთერთმეტე მსოფლიო თამაშების ჩემპიონი (1951). საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1944, 1946, 1950, 1953, 1954). ამ მხრივ ქართველ კალათბურთელთაგან საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ნოდარ ჯორჯიკიას აქვს. საკავშირო თასის ორგზის მფლობელი (1950, 1951). ნოდარ ჯორჯიკია 2008 წლის ივნისში გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1899 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის გათამაშების ერთ-ერთი პირველ ეტაპზე “ნიუ ბრომპტონსა” და “ვულვიჩ არსენალს” შორის გამარჯვებულის გამოვლენას ოთხი გადათამაშება დასჭირდა. ფლეი-ოფის ბოლო შეხვედრა “ნიუ ბრომპტონმა” 1:0 მოიგო. ამ გუნდს ამჟამად “ჯილინგემი” ჰქვია.
1901 - ჯეიმს ჯეფრისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, გუს რულინი მეექვსე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1940 - ართურ დორინგტონმა ჰოკეის კლუბ “სიგალზთან” კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც პირველი შავკანიანი მოთამაშე ოფიციალურად გახდა.
1947 - ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ვეენდამი”.
1953 - თბილისის “დინამომ” რუმინული ტურნეს მსვლელობისას არადში, ადგილობრივ “ფლამურა როშიესთან” 2:2 ითამაშა. ქართველთაგან გოლები ზაურ კალოევმა და ავთანდილ ჭკუასელმა გაიტანეს. “დინამო”: მარღანია, იურჩენკო, რუსაძე, ნ. გაგნიძე, მახარაძე, ანთაძე (ლარიონოვი), ზაზროევი, კ. გაგნიძე, კალოევი, ღოღობერიძე, ჭკუასელი. გუნდს ბორის პაიჭაძე წვრთნიდა.
1960 - თბილისის “დინამომ” ინგლისური ტურნეს მსვლელობისას ლონდონში, “უაით ჰართ ლეინის” სტადიონზე “ტოტენჰემ ჰოთსპურზთან” 2:5 წააგო. ქართველთაგან გოლები თენგიზ მელაშვილმა და ვლადიმერ ბარქაიამ გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, სიჭინავა, თორაძე, ჩოხელი, ვორონინი, იამანიძე, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, ღოღობერიძე, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1960 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მოთამაშე ელჯინ ბეილორმა “ნიუ იორკ ნიკზს” 71 ქულა ჩაუგდო.
1961 - ქუთაისის “ტორპედომ” საკავშირო საფეხბურთო პირველობის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
1964 - ამსტერდამის “აიაქსის” შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა იოჰან კრუიფმა. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა იმხანად 17 წლისა იყო.
1968 - თბილისის “დინამოს” ფორვარდმა გოჩა გავაშელმა საკავშირო ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, ორი ბურთი გაუტანა მოსკოვის “ტორპედოს” და პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (22 გოლი).
1968 - თბილისის “დინამოს” სტადიონი რეკონსტრუქციის ჩასატარებლად დაიკეტა. ძველ სარბიელზე ბოლო მატჩში, “დინამო” მოსკოვის “ტორპედოს” 2:2 დაუზავდა. რეკორნსტრუირებული სტადიონი 1976 წლის სექტემბერში გაიხსნა, როდესაც თასების მფლობელთა თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის განმეორებით შეხვედრაში, თბილისის “დინამომ” უელსის “კარდიფ სიტი” 3:0 დაამარცხა.
1971 - ფეხბურთიდან გააცილეს სლავა მეტრეველი. საკავშირო ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, მან თავისი მაისური ვლადიმერ გუცაევს გადასცა. თბილისის “დინამომ” კი მოსკოვის “სპარტაკი” 3:0 დაამარცხა და საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. “სპარტაკელებს” ორი გოლი ლევან ნოდიამ გაუტანა, ერთი ბურთი კი მოსკოველმა ზენკოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა.
1983 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ აილენდერზის” მოთამაშე მაიკ ბოსიმ საკუთარი კარიერის განმავლობაში 75-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა.
1987 - ჰოლანდიელმა სტაიერმა კარლა ბეურსკენსმა ქალთა შორის მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:26.34).
1991 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “სიეტლ სუპერსონიკსის” მოთამაშე რიკი პირსმა ზედიზედ 75-ე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა.
1995 - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, კიშინიოვში, მოლდოვას გუნდთან 2:3 წააგო. ქართველთაგან გოლი დავით ჯანაშიამ გაიტანა, ერთი ბურთი კი მასპინძელმა ტესტიმიციანუმ საკუთარ კარში ჩაჭრა. კიშინიოვის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულ თამაშს 9 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ზოიძე, ღუდუშაური (დ. ჯანაშია), კუდინოვი, ბერაძე, ჩიხრაძე, გოგიჩაიშვილი, ცქიტიშვილი, ჯამარაული (მაჭავარიანი), ქეცბაია, ქინქლაძე, შ. არველაძე. შეხვედრის ჰოლანდიელმა არბიტრმა ვან დერ ენდრემ ჩიხრაძე მეორმოცე წუთზე გააძევა. ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.
2006 - საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, რომელიც თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შედგა, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ურუგვაის ნაკრები დაამარცხა (2:0). ორივე გოლი ლევან კობიაშვილმა გაიტანა (ერთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით). საქართველო: რევიშვილი, კანდელაკი, შაშიაშვილი, სალუქვაძე, გოგუა (კობახიძე), ბურდული, ცქიტიშვილი (გრიგალაშვილი), კობიაშვილი, მენთეშაშვილი, სირაძე (წინამძღვრიშვილი), დემეტრაძე (აშვეთია). საქართველოს ნაკრებს გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1910 - მიხაილ იაკუშინი. მოთამაშეობისას იყო ბრწყინვალე ფეხბურთელი და ჰოკეისტი. სამწვრთნელო საქმიანობას ადრე შეუდგა და ფეხბურთის შესანიშნავი ცოდნისა და უდიდესი გამოცდილების წყალობით მოთამაშეთა მთელი პლეადა აღზარდა. თბილისის “დინამოს” წვრთნიდა 1950-53, 1962-64 და 1974-75 წლებში. მიხაილ იაკუშინს მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. იაკუშინი 1968 წელს წვრთნიდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს და გუნდი ევროპის პირველობის პრიზიორი გახადა.
1921 - ნოდარ ჯორჯიკია. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი. გამოდიოდა თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდსა და “დინამოში”, საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ამპლუით მცველი (192 სმ). ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. ევროპის 1947 წლის ჩემპიონი. ბერლინის სტუდენტთა მეთერთმეტე მსოფლიო თამაშების ჩემპიონი (1951). საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1944, 1946, 1950, 1953, 1954). ამ მხრივ ქართველ კალათბურთელთაგან საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ნოდარ ჯორჯიკიას აქვს. საკავშირო თასის ორგზის მფლობელი (1950, 1951). ნოდარ ჯორჯიკია 2008 წლის ივნისში გარდაიცვალა.
1939 - ერიკ ჰანსენი. დანიელი მძლეოსანი. ერთ კილომეტრზე რბენაში 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1941 - გურამ გუდაშვილი. ბადროს ტყორცნაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ვერცხლისა (1969) და ბრინჯაოს (1966, 1968) მედლების მფლობელი. 1968 წლის ოლიმპიადის მონაწილე. მეხიკოში საკვალიფიკაციო ნორმატივი (58 მეტრი) ვერ შეასრულა და ფინალში ვერ მოხვდა.
1950 - მაკ უილკინსი. ამერიკელი მძლეოსანი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. პირველი ათლეტი, რომელმაც ბადრო 70 მეტრზე შორს ტყორცნა.
1952 - ნიკალაი ანდრიანოვი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 15 ოლიმპიური მედლის მფლობელი. შვიდგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მონრეალის 1976 წლის თამაშების აბსოლუტური ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული, როგორც აბსოლუტურ, ასევე გუნდურ და პირად ასპარეზობებში. ცალკეულ იარაღებზე ასპარეზობისას მოპოვებული აქვს სხვადასხვა სინჯის 40 მედალზე მეტი.
1967 - გრეგ ენტონი. “ვანკუვერ გრიზლისა” და “სიეტლ სუპერსონიკსის” გამთამაშებელი. მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.
1967 - ლაურა გარონე. იტალიელი ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს რამდენიმე ტურნირი. აქვს ნათამაშები “დიდი სლემის” შეჯიბრებების ნახევარფინალებში.