ფეხბურთი

13:40 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ემერი “სევილიას” თამაშით კმაყოფილია
“სევილიას” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი საკუთარი გუნდის ასპარეზობით კმაყოფილია. ამის შესახებ, ბასკმა სპეციალისტმა “დეპორტივოსთან” მოგებული (4:1) მატჩის შემდეგ განაცხადა.

“13 ქულა კარგი შედეგია და 16 კიდევ უკეთესი. ახლა ჩვენ 15 დღე გვაქვს შემდეგ მატჩამდე. ამ დროის განმავლობაში უნდა დავისვენოთ, მაგრამ ამავდროულად უკეთესები გავხდეთ. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტი შეგვიძლია”, - განაცხადა “დალაქების” თავკაცმა.

“სევილია” 16 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.

თეგებიუნაი ემერი
0.112062