ფეხბურთი

11:29 | 15.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"პატარა ქვეყანა ვართ დიდი გულით" - სან მარინოს ნაკრების ფეხბურთელის სიხარულის ცრემლები

უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში სან მარინოს ნაკრებმა გიბრალტარს უმასპინძლა და თითქოს ამ მატჩში საინტერესო რა უნდა მომხდარიყო, თანაც უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მაინც, ყურადღების ცენტრში მოექცა.

სან მარინოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ზედიზედ ორი ოფიცილური თამაში არ წააგო - 13 ოქტომბერს, ლიხტანშტაინთან ნულოვან ფრეს, ახლა გიბრალტართან იგივე შედეგს მიაღწია. მათ თავიანთი ისტორია დაწერეს და მატჩის შემდეგ სან მარინოელთა 33 წლის მცველმა დანტე როსიმ სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა.

„ჩემთვის ეს ნამდვილი ოცნებაა, ბევრს ვერ ვილაპარაკებ. ჩემი ოჯახი ბედნიერია, ჩემი მეუღლეც. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და პერსონალს. ამ ფრეს მთელ ქვეყანას ვუძღვნი, რომელიც პატარაა, მაგრამ დიდი გული აქვს. ასევე, ჩემს ოჯახს, მეუღლეს და ყველა თანაგუნდელს. ბოდიშს გიხდით“, - ვერ შეიკავა ცრემლები როსიმ.

აქვე გეტყვით, რომ სან მარინოს ნაკრებს 4 მატჩში 2 ქულა აქვს მოპოვებული.

0.124092