ფეხბურთი

0:51 | 15.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუნი „დერბი ქაუნთის“ დროებით მწვრთნელად დაინიშნა

„დერბი ქაუნთის“ მოთამაშე-მწვრთნელმა, უეინ რუნიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს და შემდეგ მატჩში „ბრისტოლ სიტისთან“ გუნდს ის უხელმძღვანელებს - გვამცნობს Express.

გამოცემა ამტკიცებს, რომ სწორედ რუნია ფილიპ კოკუს ყველაზე სავარაუდო შემცვლელი.

დღეს, 14 ნოემბერს, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწერა, რომ კოკუ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გუნდი დატოვეს მისმა თანაშემწეებმაც: კრის ვან დერ ვერდენმა და ტვან შიპერსმა.

კოკუ „დერბის“ 2019 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა.

0.106644