საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ქართველ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა. როგორც მან დაწერა, ახლა სხვა გზა არაა და მომავალში გულისწყვეტა სიხარულით უნდა შეიცვალოს.
"ყოველთვის ვერიდებით მოქმედი ფეხბურთელები საჯაროდ აზრის დაფიქსირებას რაც ჩემი აზრით სწორია, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, მეც მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, პირველ რიგში ბოდიში რომ ოცნება ვერ აგიხდინეთ, რაც შეეხება ჩემ სათქმელს, მინდა ვთქვა, რომ ეხლა ასეთ რთულ სიტუაციაში გვჭირდება მხარდაჭერა და გამხნევება და რა თქმა უნდა ჯანსაღი კრიტიკაც. ძალიან მალე გავა დრო და ისევ გვექნება საშუალება მივიდეთ ისეთ გადამწყვეთ თამაშამდე რაც მაკედონიასთან გვქონდა და ამისთვის ერთად უნდა მოვემზადოთ.
არ უნდა გადავდოთ და დაველოდოთ ისევ როდის მოვა ფინალური ეტაპი, ხვალ და კიდევ სამ დღეში გვაქვს თამაში, სადაც ფეხბურთელისთვის რთული იქნება თამაში თუ იგივე მხარდაჭერა არ იქნება, რაც მაკედონიასთან და ეს მოგვცემს საშუალებას ნაკრებმა გააგრძელოს განვითარება და უკვე მომავალში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი იმედგაცრუება, რადგან ვიგრძნობთ, რომ თქვენ ყველა ჩვენ თამაშს იგივე განწყობით ელოდებით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთად უნდა გავაგრძელოთ მზადება და განვითარება რადგან ახლა სხვა გზა არაა, ვერ დავნებდებით და ეს გულისწყვეტა ბევრი სიხარულით უნდა შევცვალოთ", - დაწერა ლევანმა.
შეგახსენებთ, რომ "ქონიასფორის" ქართველ ლეგიონერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან არ უთამაშია და ვერც უახლოეს ორ მატჩში ითამაშებს, რადგან კორონავირუსი აქვს.