ფეხბურთი

22:50 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კეინს მანქანა მოპარეს

„ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების შემტევს, ჰარი კეინს მანქანა მოპარეს, Range Rover, რომელიც 110 ათასი ევრო ღირს - გვამცნობს The Sun.

დანაშაული აღმოსავლეთ ლონდონს პრესტიჟულ რაიონ ჩინგფორდში 25 ოქტომბერს მოხდა. თუმცა საჯაროდ მხოლოდ გასულ ხუთშაბათს გახმაურდა.

საინტერესოა, რომ მძარცველებს სწორედ კეინის მანქანის მოპარვა უნდოდათ. ვიდეოკამერების ჩანაწერების შემოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ გასულ თვეში კეინის Range Rover-თან ერთმა და იმავე მანქანამ რამდენჯერმე ჩაიარა. გამტაცებლებმა ელექტრონული ხელსაწყოები გამოიყენეს ფეხბურთელის ავტოს გასაღებად. დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ.

კეინი „ტოტენჰემის“ მესამე ფეხბურთელია, რომელიც ბოლო თვეებში გაძარცვეს. მანამდე დელე ალის და იან ვერტონგენს დაესხმნენ თავს. კეინს მიაჩნია, რომ არსებობს სპეციალური ბანდა, რომელიც მხოლოდ ფეხბურთელებს ძარცვავს.

თეგებიჰარი კეინი
0.111066