„ატლეტიკოს“ „იუვენტუსის“ ვარსკვლავის, პაულო დიბალას გადაბირება სურს - გვამცნობს TNT Sports. მადრიდელები მზად არიან ტურინულ კლუბს 35 მილიონი ევრო და ალვარო მორატა შესთავაზონ, რომელიც „ატლეტიკოს“ საკუთრებაა და ამჟამად „იუვენტუსში“ თამაშობს იჯარის წესით.
მადრიდელთა მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს ძალიან სურს თანამემამულის თავის გუნდში ხილვა.
დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტს ყავლი 2022 წელს გასდის, თუმცა მის გახანგრძლივებაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა. არგენტინელი „იუვენტუსში“ 2015 წელს გადავიდა „პალერმოდან“ 40 მილიონ ევროდ.
წყარო იმასაც გვეუნნება, რომ დიბალას ხელში ჩაგდება მეორე მადრიდულ კლუბს - „რეალსაც“ სურს და მზადაა აგრგენტინელის სანაცვლოდ ისკოსა და ვინისიუსს შეელიოს. ზინედინ ზიდანს მის გარშემო სურს გუნდის აწყობა.