ფეხბურთი

20:35 | 13.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე: "გული მტკივა იმის გაფიქრებით, თუ რა დღეში არიან ბიჭები"

საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩს ლევან მჭედლიძე გამოეხმაურა. 30 წლის თავდამსხმელის განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გუშინდელი წაგება გაუხარდათ.

„რამდენსაც გუშინდელი წაგება გაგიხარდათ, იმიტომ რომ დღეს რაღაც გეთქვათ... მე თქვენი არასწორი... გული მტკივა მარტო იმის გაფიქრებით თუ რა დღეში არიან ბიჭები. ჩვენ მაინც მივაღწევთ იმას, რასაც ბევრი არ ელოდება ან არ უნდა“, - დაწერა მჭედლიძე,

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძე საქართველოს ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობდა და 32 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.115252